png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია - ნინო კასრაძე

  • კომენტარები
  • 28.11.2026
  • 20:45
ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია - ნინო კასრაძე

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა მსახიობმა ნინო კასრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ქვეყანაში ბოლო ორი წელიწადში განვითარებულ მოვლენებზე, სახელოვნებო სფეროში არსებულ ვითარებასა და ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები, რამაც ორი წლის წინ პროტესტი გამოიწვია, კვლავ მოუგვარებელია. 

„ორი წლის წინ, ამ დღეს, კურსის ცვლილება მოხდა. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი არ შეცვლილა. პრობლემა პრობლემად რჩება, ოღონდ გამოხატვის თავისუფლება გაცილებით მეტად არის შეზღუდული. […] ლაპარაკი, გამოხატვა, დემონსტრაცია, პიკეტი - ეს ყველაფერი კონსტიტუციაშია გაწერილი. ამიტომაც ვართ აქ. თითქოს არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ“.

კასრაძემ ხაზი გაუსვა, რომ კინოსა და თეატრის წარმომადგენლების დიდი ნაწილი დღესაც პროტესტშია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი "გაწეულ მსხვერპლსა" და თეატრის დახურვას ზედმეტად მიიჩნევს, ეს ნაბიჯები უაზრო არ ყოფილა, განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოლოდინის ფონზე.

„მე მიმაჩნია, რომ ეს იყო რაღაცა ერთგვარი მსხვერპლი იმისთვის, რომ აი, ეხლა, რამოდენიმე დღეში ანდრო გამოდის ჭიჭინაძე გარეთ და მისი კოლეგები, მისი მეგობრები არიან მის მიმართ პირნათელი და რაღაცნაირად ღირსეულად ხვდებიან ანდროს. ანდრომაც რაღაცა სამართლიანად ორი წელი შეეზღუდა თავისუფლება და მისი მეგობრებიც მას ღირსეულად დახვდნენ. მათაც რაღაცა დაკარგეს. ესე რომ, ამას ყველაფერს უაზროს ვერ უწოდებ“, - განაცხადა კასრაძემ.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული სირთულეებისა და კრიზისების მიუხედავად, საქართველოს ადგილი დასავლურ სივრცეშია, რადგან ქვეყნისა და მისი იდენტობის გადარჩენა სწორედ ამ არჩევანს უკავშირდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაშიც არის პრობლემები და დღეს ძალიან დიდი კრიზისია... ინსპირირებული კრიზისები, ჩრდილოეთიდან ინსპირირებული კრიზისი ევროპაშიც. მაგრამ ჩვენ მაინც, აი, ამ ღირებულებების ერთგული ვართ და არ გვინდა ამის დათმობა და გვინდა, ჩვენ ვიცით, რომ ევროპა დაძლევს კრიზისს და ჩვენც გვინდა იმ სივრცეში ყოფნა. აი, ეს არის ჩემი მრწამსი... ამის გამო მე თანმიმდევრულად მჯერა, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“, -  აღნიშნა მან.

ნინო კასრაძემ აქციის მონაწილეებს სიმტკიცისა და ერთიანობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის, თუმცა მოქალაქეებმა ღირებულებების ერთგულება უნდა შეინარჩუნონ, დაქსაქსულობის ნაცვლად კი ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და ითანამშრომლონ.

ტეგები:
  • ნინო კასრაძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში, სამარცხვინო ხდება - დავით ბეშიტაიშვილი ხელისუფლებაზე
  • 21:01
ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში, სამარცხვინო ხდება - დავით ბეშიტაიშვილი ხელისუფლებაზე
ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია - ნინო კასრაძე
  • 20:45
ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია - ნინო კასრაძე
უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph
  • 19:22
უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph
გამარჯვება გარდაუვალია! ბრძოლა ბოლომდე! - პაატა ბურჭულაძე
  • 19:09
გამარჯვება გარდაუვალია! ბრძოლა ბოლომდე! - პაატა ბურჭულაძე
რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, ხვალ თქვენს კარზე დააკაკუნებს - მათე დევიძის გზავნილი ციხიდან
  • 19:07
რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, ხვალ თქვენს კარზე დააკაკუნებს - მათე დევიძის გზავნილი ციხიდან
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
  • 18:44
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  • 17:28
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge