ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში, სამარცხვინო ხდება - დავით ბეშიტაიშვილი ხელისუფლებაზე
- კომენტარები
- 28.11.2026
- 21:01
თბილისში მიმდინარე აქციაზე მყოფმა მსახიობმა, დავით ბეშიტაიშვილმა "ქართულ ოცნებას" „ბოროტი ძალა“ უწოდა - მისი თქმით, ხელისუფლება "უკონტროლო და სამარცხვინოა".
მსახიობის თქმით, ჰქონდა პერიოდი, როდესაც მოვლენებს აკვირდებოდა იმ მოლოდინით, რომ პროცესები მალე დასრულდებოდა, თუმცა, როგორც განმარტა, გზაში ახალი საფრთხეები და გართულებები ჩნდება, ამიტომ ცვლილებების დადგომა რაც შეიძლება სწრაფად სურს.
„აი რამდენიმე დღის წინ როგორ კუდამოძვრებულ ხატად აქცია საქართველო „ქართულმა ოცნებამ“, ხო? ანუ მისი საქმეებია არა, თვითონ არ არის პასუხისმგებელი. გამოდის, რომ მე ვარ პასუხისმგებელი და შენ, ნანუკა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და რაღაცა ჩვენ უნდა, რაღაცნაირად, რაც ვისაც როგორ შეგვიძლია, ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში სამარცხვინო ხდება. ხო, შეიძლება რაღაც პერიოდი მქონდა ის, რომ აი გვაცდირა, იმიტომ რომ თვითონ იღუპავენ თავს. ყოველდღე ვხედავ ამას, მაგრამ აი გუშინწინ დავინახე რომ არა, ნუ კი უზამენ, მაგრამ ამასობაში კიდევ რამბებს წამოიკიდებენ გზაში, არავინ არ იცის, ამიტომ ნუ რაც მალე, მით უკეთესი. და საერთოდ ყველა ღირებულება, რაც აქამდე გვქონდა, იმას ნელ-ნელა აბათილებენ და უნდათ თავიანთი რაღაცა საცოდაობა შექმნან. ხოდა ამას ესე ვერ ვუყურებ“, - დასძინა მსახიობმა.