png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი

  • 15.08.2026
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „საბოლოო დამარცხების“ შემდეგ ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. მისი თქმით, ეს „საკმაოდ მალე“ მოხდება.

ტრამპმა ამის შესახებ ნასაუს ოლქში გამართულ მიტინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა დააწესა და „არც ერთი გემი გაივლის, თუ ჩვენ არ მოვინდომებთ“.

CNN-ის ცნობით, საერთაშორისო საზღვაო გზის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადებას, სულ მცირე, რეგიონში ამერიკული ჯარების განუსაზღვრელი ვადით განთავსება დასჭირდება. ეს კი ეწინააღმდეგება ტრამპის ადრინდელ განცხადებებს, რომ ირანთან ომი ხანმოკლე იქნებოდა.

აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყებიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა. ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა ფაქტობრივად შეჩერებულია, რის გამოც მსოფლიოში ნავთობის მარაგები სწრაფად მცირდება. ამასთან, აშშ და ირანი სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე კონტროლისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან.

ირანი აცხადებს, რომ სრუტეს სრულად არ გახსნის, ვიდრე აშშ მისი პირობების შესრულებას არ დათანხმდება. ტრამპი კი ბოლო დღეებში არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ სრულად აკონტროლებს.

ირანი აცხადებს, რომ სრუტეს სრულად არ გახსნის, ვიდრე აშშ მისი პირობების შესრულებას არ დათანხმდება.

თუმცა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სრუტე, რომლის გავლითაც საუდის არაბეთიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობი მსოფლიოს ბაზრებს მიეწოდება, აშშ-ის კონტროლქვეშაა.

„მათ კონტროლი არ აქვთ. სრული კონტროლი ჩვენ გვაქვს. ის ჩვენ გვეკუთვნის და, შესაძლოა, რაღაც მომენტში მათ რაიმე ქმედება განახორციელონ, მაგრამ მაშინ მათ უბრალოდ გავანადგურებთ. ახლა ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ვართ“,- განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს ჟურნალისტებთან.

ტეგები:
  • დონალდ ტრამპი
  • ჰორმუზის სრუტე
  • ირანი
  • აშშ
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge