მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
- კომენტარები
- 11.10.2026
- 16:56
მე მგონია, რომ ახლა ჩვენ მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს ყოველწლიურად, ეს თეატრი ხარჯავს საზოგადოების წინაშე ჯიბრში, - თანამედროვე ქართულ თეატრში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, რუსთაველის თეატრსა და მის სამხატვრო ხელმძღვანელზე, რობერტ (რობიკო) სტურუაზე, ისაუბრა რეჟისორმა, გურამ მაცხონაშვილშმა გიორგი უშიკიშვილის საავტორო პოდკასტში.
მისი თქმით, ქართულ თეატრებში ყველაზე ხელსაყრელი პირობა არის რომ იყოს უძრაობა და ეს მემკვიდრეობითია.
„მემკვიდრეობითია, იმიტომ რომ შევხედოთ, ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე და ყველაზე კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელსაც აქვს იმ თეატრს, რუსთაველის 17 ნომერში, და რა ნიშნით ინარჩუნებს ეს ადამიანი ადგილს, მუდმივად.
იმიტომ რომ სულ ჰგონიათ, რომ აი, ჩვენი თაობა მაგალითად ებრძვის რობიკო სტურუას, როგორც რეჟისორს. რობკო სტურუა, ანუ არავის ის არ სჭირდება ამას დამატებითი შეფასება, იყო ტოპ რეჟისორი არა მარტო, ქართული მასშტაბით. იყო იმიტომ რომ რეჟისორი, ანუ მე მგონია, რომ ფეხბურთივით არის რეჟისურა და ფორმაში უნდა იყოს, ფორმაში და რაღაც ეტაპზე უნდა მიხვდე სად აღარ მიდის კარიერა წინ. ამაში ვგულისხმობ, რომ ის ახლა ფორმაში აღარ არის ბევრი წელია. მაგრამ მანდ ფორმაც არაა პრობლემა. პრობლემა არის რეფლექსია. რას აკეთებ, მაგაზე რეფლექსია და მე მგონია, რომ ახლა ჩვენ მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს ყოველწლიურად, ეს თეატრი ხარჯავს საზოგადოების წინაშე ჯიბრში“, - თქვა გურამ მაცხონაშვილმა და აღნიშნა, რომ რობიკო სტურუას პრობლემა ახლა არ არის ცუდი რეჟისორობა.
„შეიძლება ცუდი რეჟისორი იყო, კარგი მმართველი იყო მაინც. რობიკო სტურუა იყო ძალიან კარგი რეჟისორი, არის ძალიან ცუდი მმართველი და ყველაზე დრამატული მანდ რაც არის, რომ ის ჯიბრით მოქმედებს, რაღაც ის ჰყავს მისი წარმოდგენით, როგორც მაუწყებლობს და ოპერირებს Facebook-ზე, დაახლოებით ეგრე მართავს თეატრს. რაღაც მტრის ხატი აქვს შექმნილი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თეატრალების სახით და ებრძვის ამ თეატრალებს, ხოდა, ისინი არ ებრძვიან. რომ გებრძოლონ, აქტუალური უნდა იყო, მწვავე უნდა იყო და ფხიზელი უნდა იყო და რობიკო სტურუა არც ერთი ამ პარამეტრს არ აკმაყოფილებს დღეს“, - თქვა მაცხონაშვილმა.
„დასავლურ კულტურებში რობიკო სტურუა დიდი წარმატებით შეიძლება იყოს რუსთაველის თეატრის საპატიო მმართველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თეატრი უფასებდეს. ცვალებადობა არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ აქ სახელგვარებში არ არის პრობლემა, არის უძრაობაში და გაჭედილობაში და ის საცობი, რომელიც რუსთაველის თეატრში ბევრი წელია შექმნილი არის პრობლემური და არის ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული საცობი. სიგიჟეა, იმიტომ რომ ის კარგი კერაა, რომ განვითარებას ემსახურებოდეს და ჩვენ ეხლა მილიონობით ლარს ვიხდით მხოლოდ იმისთვის, რომ იყოს ამ თეატრში შექმნილი საცობი“, - თქვა რეჟისორმა.