png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე

  • მსოფლიო
  • 11.10.2026
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მკვლელის მხარეს დადგა“, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. 

შტრაკ-ციმერმანმა ტრამპი გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდების გამო და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელის არჩევის უფლება მხოლოდ უკრაინელ ხალხს აქვს.

„როდესაც ტრამპი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს, ის ცალსახად მკვლელის მხარეს დგება. უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები იღებენ თავისუფალი არჩევნების გზით და არა თეთრი სახლი და მით უმეტეს - კრემლი“, - ხაზგასმით აღნიშნა შტრაკ-ციმერმანმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს, ხოლო მისმა მსხვერპლებმა სათანადო მხარდაჭერა უნდა მიიღონ.

ევროპარლამენტარის შეფასებით, ტრამპი მოკავშირეებზე თავდასხმებით დასავლეთს ასუსტებს და დემოკრატიას აზიანებს. შტრაკ-ციმერმანის განცხადებით, ევროპა აშშ-ს, როგორც პარტნიორს ვეღარ დაეყრდნობა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.

„მოკავშირეებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მორიგი თავდასხმებით ტრამპი დასავლეთს ასუსტებს და დემოკრატიას ზიანს აყენებს. ასე ფიქრობს ბევრი ამერიკელიც. ამიტომ ევროპამ მტკიცედ უნდა შეინარჩუნოს მკაფიო კურსი და მხარი დაუჭიროს უკრაინას, რადგან აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის ომის დასრულება არ სურს და აღნიშნა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge