png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე

  • კომენტარები
  • 14.10.2026
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე

ტვინი წაიღო ამ ახალმა დახვეწეილმა მიმდინარეობამ, ტრამპი ხუილოს შნირია.

საერთოდ არაფერს დავწერდი, თქვენი საქმის თქვენ იცით და ალბათ აქამდე არსებული პოლიტიკური ფარისევლობის ანატომიაც საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი და უზადოდ იცით, მაგრამ ამდენმა გულწრფელმა აღშფოთებამ და საქმის ცოდნამ, ის შედეგი მოგვცა, რომ ამერიკული ადმინისტრაცია ქვეყანას განიხილავს როგორც ანტიამერიკულს და რას მოგცემთ ეს არალეგიტიმურ ავტორიტარიზმთან ბრძოლაში, ვვარაუდობ, რომ ყველაზე კარგად გაქვთ გააზრებული - ტრამპის იმპიჩმენტს ელოდებით, რომ ვენსმა გიხსნათ და უკრაინასაც აქამდე არნახულად დაეხმაროს. იმედია, ტრამპს რომ ჩამოაგდებენ, ეგრევე კამალას არ ელით პრეზიდენტად.

ვიდრე აქ, ან სადმე თქვენს ჩატებში, ჩემ განქიქებას დაიწყებთ, საკუთარ თავს ასეთი შეკითხვები დაუსვით:

- ბაიდენის დროს უფრო წარმატებული იყო უკრაინის ბრძოლა თუ ახლა?

- ბაიდენის დროს მოსკოვის ოლქის მიდამოებში უკრაინას ჰქონდა დარტყმების უფლება?

- ბაიდენის დროს უკრაინას ჰქონდა თუ არა აკრძალული თან შანტაჟის გზით, საერთოდ რაიმე ნავთობის ობიექტებთან გაკარების უფლება?

- ბაიდენის დროს ევროპა რამდენს ურიცხავდა რუსეთს და ახლა რამდენს?

- ბაიდენის დროს რა იყო ევროპელების წილი სამხედრო დახმარების უკრაინისთვის და ახლა?

ვიცი, თქვენი აზრით, ეს ბოლო ორი პუნქტი იმიტომ მოხდა რომ ევროპა “ მიხთა”, მაგრამ უფრო აიძულეს და ბაიდენი არ იყო ეგ, ვინც აიძულა.

არ უნდა გაგიჭირდეთ შედარება, ციფრებშია ყველაფერი და როცა განსხვავებას იპოვით, უმორჩილესად გთხოვთ, “ მაგრამ”-ის გარეშე ამოთქვით თქვენი დასკვნა. (საჯაროდ არაა საჭირო) მძულს ეს ქოცური აზრის დედა “ მაგრამ”.

აქვე მცირედს დავამატებ, ბაიდენი წელიწადში რამდენჯერმე, მოკლე დროით, აუქმებდა სანქციების ნაწილს, რომ რუსეთის ბანკებში ფული ჩარიცხულიყო. სრულად და მილიარდი დღეში.

და თუ უკრაინა გაჯიქდებოდა და მაინც დააპირებდა “არარეკომენდირებული” ობიექტების დაზიანებას, პირდაპირ ხუილოს ატყობინებდა ობიექტების კოორდინატებს.

კიდევ შემიძლია მოგიყვეთ ირანის და ვენესუელას ამბებმა როგორ დააზიანა რუსეთი, მაგრამ ბევრია, რთულია და არ შეგაწუხებთ.

ისედაც ხედავთ, ალბათ, რომ რუსეთის მდგომარეობა ყოველწუთიერად უარესდება ტრამპის კეთილი სიტყვების მიუხედავად.

ერთიც, თუ გგონიათ, რომ რამენაირად ვამართლებ ტრამპის ბოლო აქტივობას დიზელთან დაკავშირებით, სრულიად პირიქით. მაგრამ შედარებითი ანალიზის უნარზეც არ ვამბობ უარს-

რას რა ჯობია.

კიდევ ერთხელ, თავს არ შეგაწყენდით, რომ არა მავნებლური შედეგი ამ უხვი, სტატისტიკურად დამაზიანელი მოსაზრებებისა. მაშინ, როცა მსოფლიო წესრიგის ყველაზე სერიოზულ გზაგასაყარზეა, ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან.

და ალბათ იქაც არის ვინმე, ვისაც ახსოვს, ამ ხალხის გამჭრიახობა, როცა ამ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი, გუშინდლამდე ივანიშვილს რუსეთის პროექტად არ თვლიდა, მეორე ნაწილი, ციხის დადგმული კადრების გამო თმებს იგლიჯავდა, მესამე ნაწილი, იმ დემოკრატების იმედად იყო (და არის) ვინც ოლიგარქს სააკაშვილისგან იცავდა და ა.შ.

თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ მე მაინც შევეცადე მეთქვა, რომ არ იქნება ტრამპი და იქნება ვენსი და საქართველოს 2012 წელი დაუდგება მსოფლიოს, მთელი თავისი რუსული ჰიბრიდული დიმპიტაურით

მაია მადირაძე, პოლიტიკოსი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი

ტეგები:
  • მაია ნადირაძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge