png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო

  • მსოფლიო
  • 14.10.2026
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. 

განცხადებაში წერია, რომ გამოყოფილი თანხა მოხმარდება დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, რადარების, ელექტრონული ბრძოლის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შეძენას.

„დღეს ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში . დაფინანსება დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, რადარების, ელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის შესაძენად იქნება განკუთვნილი .

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა , განაცხადა: „ რუსეთი ფრონტის ხაზზე დგას და აგრძელებს საჰაერო თავდასხმების ესკალაციას - სასტიკად ესხმის თავს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. ევროპის ურყევი მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რათა დაეხმაროს უკრაინას თავისი ცის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში. დღევანდელი 2.86 მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფით, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ყველაზე სასწრაფო ოპერატიული საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათ შორის დრონებისა და რაკეტების, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი თავდაცვისთვის.“ 

უკრაინის მხარდაჭერის სესხი მოიცავს დაფინანსებას, რომლის საორიენტაციო განაწილებაც 60 მილიარდ ევროს შეადგენს თავდაცვისთვის და 30 მილიარდ ევროს საბიუჯეტო დახმარებისთვის 2026-2027 წლებისთვის. მხოლოდ 2026 წელს, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობების მხარდასაჭერად დაგეგმილია 28.3 მილიარდი ევროს გამოყოფა. ინსტრუმენტის 2026 წლის თავდაცვის ნაწილის ფარგლებში შემდგომი გამოყოფა მომდევნო კვირებში გაგრძელდება .  

მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მეოთხე ზამთრისთვის ემზადება , თავდაცვითი აღჭურვილობის სასწრაფო მიწოდება უზრუნველყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ თავიანთი მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაცვა რუსული თავდასხმებისგან .  

დაფინანსების ყველა გადაწყვეტილება პასუხობს უკრაინის ცვალებად საჭიროებებს და ექვემდებარება შეთანხმებულ პირობებსა და მონიტორინგს. 2022 წლიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას საერთო ჯამში 2 31.5 მილიარდი ევროს მხარდაჭერა გამოუყვეს , მათ შორის 3.8 მილიარდი ევრო რუსული იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული თანხებიდან. 

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის უკრაინას ფინანსური დახმარების სახით კვლავ 29.64 მილიარდი ევრო აქვს ხელმისაწვდომი . ეს მოიცავს 25.24 მილიარდ ევროს უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში გასაცემი თანხის , 12.54 მილიარდი ევროს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობების მხარდასაჭერად და 12.7 მილიარდ ევროს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, წელს უკრაინის დახმარების საწყისი ინსტრუმენტის ფარგლებში კვლავ ხელმისაწვდომია 4.4 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მხარდაჭერა . შესაბამისად , 2026 წლის დარჩენილი თვეებისთვის 17 მილიარდ ევროზე მეტი ბიუჯეტის მხარდაჭერაა ხელმისაწვდომი , უკრაინის გეგმასა და ურთიერთგაგების მემორანდუმში ასახული შესაბამისი პირობების შესრულების პირობით“, - წერია განცხადებაში

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge