png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გაუგებარია პოზიცია, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა ღვინის თემაზე გამოხატა - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 28.11.2026
  • 21:19
გაუგებარია პოზიცია, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა ღვინის თემაზე გამოხატა - ირაკლი კობახიძე

რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ყოველთვის არის სათანადო რეაქცია.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ წაყენებულ პირობებს: იქ დემარკაცია, დევნილების არდაბრუნება და ასე შემდეგ, ე.წ სამშვიდობო შეთანხმება. ასეთი განცხადებები კეთდება ხოლმე. ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა.  რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და გამოირჩევა ხოლმე ასეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე სათანადო რეაქცია. ბუნებრივია, ვერავითარი დემარკაცია ვერ განიხილება, დევნილების დაბრუნებაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვერავითარი წინაპირობა რაიმესთვის. რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას, არც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ვერავითარ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვერ იქნება, ბუნებრივია, საუბარი.

ამ ყველა საკითხზე და ე.წ. პირობებზე ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით და დღესაც ვაფიქსირებთ სათანადო პოზიციას. საუბარი იყო ღვინის თემაზეც და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ განმარტება. აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა. არ ვიცი, ეს არის მათი პოზიცია, რაზეც ასევე სათანადო პასუხი ჩვენ, ბუნებრივია, დავაბრუნეთ. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები:
  • ირაკლი კობახიძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, ისინი შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა  - კობახიძე
  • 21:20
შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, ისინი შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა  - კობახიძე
გაუგებარია პოზიცია, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა ღვინის თემაზე გამოხატა - ირაკლი კობახიძე
  • 21:19
გაუგებარია პოზიცია, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა ღვინის თემაზე გამოხატა - ირაკლი კობახიძე
ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში, სამარცხვინო ხდება - დავით ბეშიტაიშვილი ხელისუფლებაზე
  • 21:01
ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში, სამარცხვინო ხდება - დავით ბეშიტაიშვილი ხელისუფლებაზე
ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია - ნინო კასრაძე
  • 20:45
ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია - ნინო კასრაძე
უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph
  • 19:22
უკრაინა ყირიმის ხიდის საბოლოო განადგურებისთვის ემზადება - The Telegraph
გამარჯვება გარდაუვალია! ბრძოლა ბოლომდე! - პაატა ბურჭულაძე
  • 19:09
გამარჯვება გარდაუვალია! ბრძოლა ბოლომდე! - პაატა ბურჭულაძე
რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, ხვალ თქვენს კარზე დააკაკუნებს - მათე დევიძის გზავნილი ციხიდან
  • 19:07
რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, ხვალ თქვენს კარზე დააკაკუნებს - მათე დევიძის გზავნილი ციხიდან
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
  • 18:44
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge