png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
30 სექტემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
30 სექტემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება

  • საზოგადოება
  • 29.09.2026
  • 15:08
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება

დედამიწის უკიდურეს სამხრეთში, ყინულოვან რეგიონში, ანტარქტიდაზე, სადაც ცისა და ჰორიზონტის კონტური წაშლილია, სამი ქართველი პირველი კომბინირებული ექსპედიციისთვის ემზადება. გეოგრაფი გიორგი გოცირიძე, ლეგენდარული ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე და ვიდეოგრაფი ნიკა ლებანიძე პოლარულ მოგზაურობაში დაახლოებით 25 დღეს გაატარებენ. ექსპედიცია „ცისკარი“ ჩილეს სამხრეთიდან ნოემბრის ბოლოს აიღებს სტარტს და ურთულესი მარშრუტის დასაფარად გაემგზავრება. მთავარი სათქმელი მხოლოდ მწვერვალის დაპყრობა ან პოლუსამდე მიღწევა არ არის. ექსპედიციის მიზანი იმ უნიკალური კლიმატური მეხსიერების შეგროვებაა, რომელიც ანტარქტიდის ყინულებში ინახება, ინფორმაცია, რომელიც პლანეტის წარსულსა და მომავალზე გვიყვება.

გიორგი გოცირიძე, გეოგრაფი: „ანტარქტიდის ათასწლოვან ყინულებში უნიკალური კლიმატური მატიანე ინახება. გვინდა, უფრო ახლოს გავეცნოთ მას და  დავიწყოთ საუბარი იმ რეალურ საფრთხეებზე, წყალდიდობებზე, ქარზე, გვალვასა თუ მეწყერზე, რომელთა გააქტიურების 40–50% სწორედ ანტარქტიკის ყინულების დნობაზე მოდის. ვინსონის მასივსა და პოლუსის 111 კილომეტრზე გეომორფოლოგიური და გლაციოლოგიური დაკვირვებით გვინდა, შევაგროვოთ მონაცემები, გავამდიდროთ არსებული სამეცნიერო ბიბლიოგრაფია და გზა გავუკვალოთ ქართველ მეცნიერებს, რომ ანტარქტიკაზე მუშაობა ჩვეულებრივი რამ გახდეს. ჩვენი მხრიდან ეს იქნება ერთგვარი მარში, რათა ჩამოვიტანოთ უნიკალური ცოდნა, ვიდეოგრაფია და გამოცდილება. თუ გვინდა, გადავრჩეთ, უნდა ვადაპტირდეთ, რადგან ამ გარემოს კვლევა ჩვენს მომავალთან პირდაპირ კავშირშია“.

ანტარქტიდაზე გადარჩენა და გადაადგილება მათემატიკურ სიზუსტეს მოითხოვს. მკაცრადაა განსაზღვრული იმ 4-5 ფენა ტანსაცმლის თანმიმდევრობა, რომელიც მსგავსი მოგზაურობისთვის არის განკუთვნილი. ყინულოვან უდაბნოში მოძრაობაც თავისებური ხელოვნებაა: არც იმაზე სწრაფად უნდა იარო, რომ სხეული გადახურდეს და არც იმაზე ნელა, რომ ორგანიზმი გადაცივდეს. გარდა ფიზიკური მომზადებისა, სატელიტური კავშირისა და დაზღვევისა, ექსპედიციას დიდი ფსიქოლოგიურ-მენტალური სიმტკიცე სჭირდება. თვალით ფიზიკური საზღვრების გავლება შეუძლებელია, ამიტომ არც ჩვეულებრივი ორიენტაციის უნარი გამოდგება და ერთადერთ საყრდენად GPS ნავიგაცია და წარმოუდგენელი ყოველდღიური რუტინა რჩება.

ამ ისტორიულ და მასშტაბურ გზაზე პირველი ქართული ექსპედიციის წევრებს მხარს „თეგეტა ჰოლდინგი“ უჭერს, კომპანია, რომლისთვისაც თამამი ნაბიჯები და დიდი გამოწვევები უცხო არ არის.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ ექსპედიცია „ცისკარი“ განსაკუთრებულია. ის არა ერთჯერადი სპორტული მიღწევა, არამედ პირველი ქართული სამეცნიერო-შემეცნებითი ექსპედიციაა ანტარქტიდაზე, რომელსაც უკან მოჰყვება უნიკალური ცოდნა, დოკუმენტირებული გამოცდილება, საგანმანათლებლო ლექციები, გამოფენები და კონტენტი - ის, რაც წლების განმავლობაში შთააგონებს ჩვენს საზოგადოებას.

სიახლეებისადმი სწრაფვა და გაბედული ნაბიჯების გადადგმა სწორედ ის საერთო ღირებულებებია, რაც „თეგეტა ჰოლდინგსა“ და ექსპედიციის წევრებს აერთიანებთ. მასშტაბური გამოწვევებისადმი უშიშარი დამოკიდებულებით და ინოვაციური ხედვით კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის მისიას - მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება“.

საერთაშორისო მასშტაბით - 150-მდე, ხოლო საქართველოდან 15-მდე ადამიანს დაუდგამს ფეხი ანტარქტიდაზე, თუმცა ასეთი მისიითა და ფორმატით ექსპედიცია „ცისკარი“ პირველია. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიებიდან პირველი, რომელმაც მოგზაურების ინიციატივას მხარი დაუჭირა, „თეგეტა მოტორსია“. ამ ექსკლუზიურ და საპასუხისმგებლო გზაზე „თეგეტა მოტორსის“ გზავნილი - „მზად იყავი ცვლილებებისთვის, გაიარე მეტი“ - პირდაპირ და სიმბოლურ დატვირთვას იძენს. ქართველი მოგზაურების თანადგომით კომპანია სწორედ ამ ახალი საქართველოსთვის ჯერ აღმოუჩენელი გზის გაკვალვას უჭერს მხარს.

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი“ ჩვენთვის მხოლოდ ავტომობილთან დაკავშირებული გზავნილი არ არის. ეს არის დამოკიდებულება ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების მიმართ - იყო მზად, დატოვო ნაცნობი გარემო, მიიღო გამოწვევა და გადადგა ნაბიჯი იქით, სადაც მანამდე არ ყოფილხარ.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტ „ცისკარის“ მხარდაჭერა. პირველი ქართული ანტარქტიდული ექსპედიცია ამ კონცეფციას ძალიან ზუსტად გამოხატავს: ეს არის სრულიად ახალი სივრცე, ახალი გამოცდილება და გამოწვევა, რომლისთვისაც განსაკუთრებული მომზადება და გამბედაობაა საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ადამიანებსა და იდეებს, რომლებიც საზღვრებს აფართოებენ და სხვებსაც უბიძგებენ, მეტი სცადონ, მეტი ნახონ და ახალი გზები აღმოაჩინონ“.

ექსპედიცია „ცისკარი“ 26 ნოემბერს აიღებს სტარტს. წინ რთული მარშრუტი,  უცნობი გამოწვევები და ახალი აღმოჩენებია. თუმცა ქართველი მოგზაურებისა და მათი მხარდამჭერების მთავარი მიზანი უცვლელია - გაიარონ მეტი, რათა ანტარქტიდიდან ჩამოტანილი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნისთვის სრულიად ახალი ჰორიზონტი გახსნან.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მეუფე ზენონი ირანის ელჩის პასუხად საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • 19:02
მეუფე ზენონი ირანის ელჩის პასუხად საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს - ნიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩზე
  • 15:31
თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს - ნიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩზე
მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო, მიუღებელია - გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის  განცხადებაზე
  • 15:26
მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო, მიუღებელია - გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის  განცხადებაზე
ურეაქციოდ არ დავტოვებთ - მეუფე ანტონი ირანის ელჩის  განცხადებაზე
  • 15:24
ურეაქციოდ არ დავტოვებთ - მეუფე ანტონი ირანის ელჩის განცხადებაზე
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
  • 15:08
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ! - აქციებზე დაკავებული  არჩილ მუსელიანცი თანამებრძოლებს
  • 14:46
თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ! - აქციებზე დაკავებული  არჩილ მუსელიანცი თანამებრძოლებს
ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს - საია
  • 14:15
ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს - საია
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
  • 15:59
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge