თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
საქართველო, თბილისი - 11:10 | 12.02.2021 ნანახია: 1636საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მიიღო. საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მრავალფუნქციური ტაქტიკური საიერიშო ჩანთები, ჯავშანფილები, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული თანამედროვე ტაქტიკური ჯავშანჩაფხუტები, ხერხემლის მარეგულირებელი სისტემები, სპეცდანიშნულების მებრძოლის იარაღის შიდა და გარე ქამრები, ასევე Glok 17 პისტოლეტისა და M4-ის ტიპის ავტომატური შაშხანების ჩასადები მჭიდჩანთები გადაეცათ.
დღეს, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილი ახალი აღჭურვილობა პირადად დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავტომატური შაშხანებიდან და პისტოლეტებიდან მიზანში სროლის სავარჯიშოებს დაესწრო.
თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა