ბერლინალეს პანორამა ლევან აკინის ფილმით გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 20:31 | 25.01.2024 ნანახია: 6399ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციას, პანორამა 2024-ს ქართული თანაპროდუქციით ლევან აკინის ფილმი, "გზაჯვარედინი" გახსნის.
ლევან აკინის ახალი ფილმი 5 ქვეყნის თანაპროდუქციაა. ფილმზე შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად (French Quarter Film , Easy Riders Films , Adomeit Film, Bir Film, SVT, RMV Film. ) ქართული კომპანია - "1991 ფროდაქშენს" მუშაობდა.
ფილმის სინოფსისი
პენსიაზე გასული მასწავლებელი, ლია, პირობას დებს, რომ გაარკვევს, რა შეემთხვა მის დისშვილ თეკლას, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. ლია მეზობელი აჩისგან იგებს, რომ შესაძლებელია თეკლა თურქეთში იმყოფებოდეს. თეკლას საძებნელად ლია აჩისთან ერთად სტამბoლში მიემგზავრება. ულამაზესი სტამბოლი სავსეა ახალი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით, მაგრამ იმ ადამიანის პოვნა, ვისაც არასდროს სდომებია ვინმეს ეპოვნა,
ბევრად რთული აღმოჩნდება, ვიდრე ეს ლიას და აჩის ეგონათ. სირთულეები გრძელდება იქამდე, ვიდრე ისინი ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლ ადვოკატს, ევრიმს არ შეხვდებიან. ლია, აჩისთან ერთად, გზას იკვლევს სტამბოლის ქუჩებში, თეკლა კი უფრო და უფრო უახლოვდება მათ. (უახლოვდება თუ შორდება?)
ფილმში მთავარ როლებს მზია არაბული და ლუკა კანკავა ასრულებენ.
ლევან აკინი 1979 წელს დაიბადა. წარმოშობით ქართველი რეჟისორი, დღევანდელი შვედური კინოს ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია.
აკინი რამდენიმე წარმატებული მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის და ტელესერიალის ავტორია.
"და ჩვენ ვიცეკვეთ" ლევან აკინის ყველაზე გახმაურებული ფილმია. მისი პრემიერა 2019 წელს, კანის კინოფესტივალზე, რეჟისორთა კვირეულის სექციაში
(Director’s fortnight) შედგა.
1991 Productions 2017 წელს დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიაა. დამფუძნებლები - ნინო ჩიჩუა და ანა ხაზარაძე, ევროპული კოპროდუქციის საშუალებით, ავითარებენ და აფინანსებენ ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა