The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა

საქართველო, თბილისი - 00:17 | 22.02.2024
ნანახია: 4481

8 თებერვალს, პარიზში გამართულ კონგრესზე უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ 2027 წელს პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს.

ამის შემდეგ ავტორიტეტულმა გამოცემამ, The Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორი უეფას პრეზიდენტობის კანდიდატებზე წერს. სიაში რამდენიმე ცნობილ ფიგურასთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილია.

„პრეზიდენტობის აშკარა კანდიდატები ძალიან ცოტანი არიან: პორტუგალიის ფედერაციის პრეზიდენტი, ფერნანდო გომესი, რომელსაც ყველგან პატივს სცემენ, მაგრამ არჩევნებისთვის ის უკვე 75 წლის იქნება და დიდი ალბათობით, გადაუდებელ შემთხვევაში იქნება განხილული. რუმინელი რაზვან ბურლეანუ, რომელიც ფიფას საბჭოს წევრია, გავლენიან წრეებში განიხილება უფრო ახალგაზრდულ და ურბანულ ვარიანტად, მაგრამ არ არსებობს ნიშანი, რომლის მიხედვითაც ის ამ გამოწვევას მიიღებს.

ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და გასულ წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს, ახლოს არის ჩეფერინთან და შეიძლება, მასზე ფსონი გაკეთდეს", - წერს The Guardian.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე