ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 02.04.2024
ნანახია: 1945

ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24-ის  ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

შემთხვევა გულრიფშის რაიონში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ეკიპაჟის სამივე წევრი გადარჩა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანრთელობის შესახებ ცნობები არ ვრცელება.

ვერტმფრენი აფხაზეთის ე.წ.თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. არსებული ინფორმაციით ე.წ. აფხაზეთის არმიას, ორი სუ-27 გამანადგურებელი და ერთი MiG-21 გამანადგურებელი ჰყავს, ასევე ერთი სუ-25 თვითმფრინავი, ხუთი L-39 მსუბუქი თავდასხმის თვითმფრინავი, ოთხი Mi-8 ვერტმფრენი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე