ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი

საქართველო, თბილისი - 01:29 | 28.03.2024
ნანახია: 2135

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებოთ რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სამხედრო ოპერაციის გარდა სხვა გზებიც არსებობს.

ისრაელის მედია ცნობით ამის შესახებ კირბიმ channel 12 news-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა „ჰამასის“ უკან დახევა, რადგან ის კვლავ რჩება შესამჩნევ საფრთხედ. ვიცით, რომ რაფაჰში „ჰამასის“ მებრძოლები არიან, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად“, – განაცხადა კირბიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე