2024 წლის გრემის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველო, თბილისი - 12:07 | 05.02.2024
ნანახია: 5690

ლოს-ანჯელესში 2024 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინეს.

რიგით 66-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი ამერიკელი მომღერალი ფიბი ბრიჯერსი გახდა, მუსიკოსმა 4 ჯილდო მიიღო. წლის საუკეთესო ჩანაწერად მაილი საირუსის Flowers დასახელდა. 

წლის საუკეთესო სიმღერა ბილი აილიშის What Was I Made For გახდა.

საუკეთესო რეპ-შემსრულებლად Killer Mike-ი დაასახელეს. ჯილდო საუკეთესო მეტალ-შესრულებისთვის Metallica-ს ერგო.

წლის საუკეთესო როკ-ალბომი Paramore-ის This is Why გახდა.

 წლის საუკეთესო ახალ შემსრულებლად ვიქტორია მონე დასახელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე