ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო

საქართველო, თბილისი - 13:30 | 28.03.2024
ნანახია: 2174

ლაზარე გრიგორიადისის საქმის სასამართლოს დასკვნითი პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო.

საქმის მოსამართლის, ზვიად შარაძის თქმით, დასკვნით სიტყვებს დღევანდელ პროცესზე არ მოისმენს, რადგან მას გრიგორიადისი არ ესწრება. მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ არ არსებობს ბრალდებულის ონლაინ ჩართვის საფუძველი, ის სხდომას ფიზიკურად უნდა დაესწროს და დასკვნითი სიტყვა ისე წარმოთქვას.

სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, მარტის აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე