საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და "ანგელოზ ინვესტორების“ შეხვედრა გამართა
საქართველო, თბილისი - 15:51 | 21.10.2021 ნანახია: 615საქართველსო ბანკი სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. ინვესტორების დაინტერესება და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა.
„ჩვენი მისიაა დავაჩქაროთ ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში ყველაზე პერსპექტიული ანტრეპრენერებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობით“,- განაცხადა გური ქოიავამ „აქსელის“ თანადამფუძნებელმა.
„ჩვენი მხარდაჭერის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში „ანგელოზ ინვესტორების“ შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვინდა ხაზი გავუსვათ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრები წარმოადგენს ქვეყანაში წარმატებული სტარტაპ ეკოსისტემის შექმნის წინაპირობას. მოზიდული უცხოური ინვესტიცია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის კი საჭიროა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ გააკეთონ ეს. სწორედ ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, გაიზიარონ უცხოური გამოცდილება, მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში, სემინარებში. ინვესტორებს კი აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს, მათ პრეზენტაციებს და მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„Visa არის ადგილობრივი მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი. ჩვენი სტრატეგიაა გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნეს ეკოსისტემა და ხელი შევუწყოთ მეწარმეებს გაანალიზონ და გადალახონ ის სირთულეები, რომელსაც წარმატების გზაზე აწყდებიან. ჩვენი მხარდაჭერის სტრატეგია ბევრი სხვადასხვ პროექტისგან შედგება, ნაწილი არის გლობალური ინიციატივები #WhereYouShopMatters და #ShesNext, ნაწილი კი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები. ვთვლით, რომ მსგავსი მიქსი ხელს უწყობს გლობალური გამოცდილების ლოკალურ ბაზარზე უკეთ ინტეგრირებას. აქსელთან თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, დამატებითი წვლილი შეგვეტანა ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებასა და ანგელოზი ინვესტორების კულტურის ცნობადობის ამაღლებაში. დარწმუნებულები ვართ, სტარტაპების დამფუძნებლების ჩართვა საერთაშორისო ქსელში დაეხმარება მათ ცნობიერებისა და უნარჩვევებისა განმტკიცებაში, რაც მათი სამომავლო წარმატების საწინდარია“ - განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას გენერალურმა მენეჯერმა, კავკასიის რეგიონში.
ღონისძიება ორ დღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგს და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების წარდგენას ინვესტორთათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით.
ღონისძიებაზე განიხილება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამები. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა ინვესტორებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით.
აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისათვის. თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, ასევე საქმიანი და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას ევროპის ქვეყნებთან.
პროექტი თბილისის მერიისა და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელის- AXEL-ის ორგანიზებით, საქართველოს ბანკისა და Visa-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1954807451360273/
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა