მინდა ვუთხრა გუშინ "ქართული ოცნების" პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს - სამსახურს არცერთი თქვენგანი არ დაკარგავს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:31 | 28.10.2021
ნანახია: 383

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე მისულ მოქალაქეებს „ფეისუქის“ საშუალებით მიმართავს.

„მე მინდა ვუთხრა გუშინ „ქართული ოცნების“ პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს, მე კარგად ვნახე, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებით.

ნუ შეგეშინდებათ ხმის ისე მიცემა, როგორც მართლა ფიქრობთ და გჯერათ.

არსებობს ბევრი მეთოდი იმისა, რომ ვერ გაგვაკონტროლონ და მთავარი-საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ძალიან მოკლე ხანში გარდაუვალია,სამსახურს არცერთი თქვენგანი არ დაკარგავს. მე გაძლევთ ამის პირობას!“, - წერია მიმართვაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე