ბიტკოინის ფასმა 2021 წლის შემდეგ პირველად 50 000 დოლარს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 13.02.2024
ნანახია: 8417

Binance-ის ბირჟის მონაცემებით, ბიტკოინის (BTC) ფასმა 12 თებერვლის საღამოს 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად 50 000 დოლარს გადააჭარბა.

კრიპტოვალუტის მაქსიმალურმა ფასმა 50255,67 დოლარს მიაღწია. მოგვიანებით ის დასტაბილურდა და დაახლოებით $48,962 დოლარი შეადგინა.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის მთელი არსებობის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა 2021 წლის 10 ნოემბერს. იმ დროისთვის ბიტკოინის ფასი 68 789,63 დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ვარდნა ამჟამად დაახლოებით 27,45%-ია.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ ოფიციალურად დაამტკიცა პირველი 11 ETF-ის გაშვება, რომლებიც პირდაპირ ინვესტირებას ახდენენ ბიტკოინში, რამაც გამოიწვია შემდგომში მოთხოვნისა და ფასის გაზრდა კრიპტოვალუტაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე