„თეგეტა აგრი“ - ახალი სიტყვა სოფლის მეურნეობაში
საქართველო, თბილისი - 18:55 | 18.03.2024 ნანახია: 2885- 15 მარტს თეგეტას ახალი მიმართულების მედიაპრეზენტაცია გაიმართა
- სტუმრებს აგრომიმართულების ტექნიკა წარუდგინეს
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა Tegeta Construction Equipment-მა ბაზარს ახალი მიმართულება - „თეგეტა აგრი“ წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს. „თეგეტა აგრის“ პრეზენტაცია მედიისთვის, პარტნიორებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისში 15 მარტს გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ტექნიკა დაეთვალიერებინათ და ბრენდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
Tegeta Construction Equipment სპეცტექნიკის მიმართულებაში 2007 წლიდან ოპერირებს, მას შემდეგ კომპანია ძირითად აქცენტს საგზაო-სამშენებლო კომერციულ ტექნიკაზე აკეთებდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება და შესაბამისი ასორტიმენტის გაზრდა აირჩიეს.
გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: „ეს იყო მიმართულება, რომლის ათვისებაზეც ბევრს ვფიქრობდით, ვსწავლობდით ბაზარს, ვაკვირდებოდით, რამდენად ვითარდებოდა ქვეყანაში აგროსექტორი. ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო აგრომიმართულების მხარდაჭერას ცდილობს, შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ შესვლა ამ სეგმენტში დროული იქნებოდა. ჩვენი მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების შეზღუდული რესურსის მაქსიმალური ათვისება, მაღალტექნოლოგიური ტექნიკით. კომპანიის ხედვა არა უბრალოდ აგროტექნიკის გაყიდვაა, არამედ გვსურს, სექტორს, ჩვენი სახით, საიმედო ბიზნესპარტნიორი შევთავაზოთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ გადამწყვეტ როლს ითამაშებს რეგიონში მიმართულების განვითარებაში.
ბრენდებით, რომლებიც „თეგეტა აგრიში“ გავაერთიანეთ, ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თეორიულად შეიძლება იყოს საქართველოში. მაღალტექნოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას წარვადგენთ სომხეთშიც. ჩვენი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ფერმერებისა და კომპანიებისთვის. მომწოდებლებთან, მწარმოებლებთან ერთად, ვმუშაობთ გადახდის მოქნილ, რეგიონზე მორგებულ პირობებზე“.
ღონისძიებაზე Tegeta Construction Equipment- ს Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერთიფიკატი გადაეცა.
კომპანია მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან გრძელვადიან და სრულფასოვან პარტნიორობაზეა ორიენტირებული. „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტი ამ ეტაპზე ხუთი ბრენდისგან შედგება. Fendt და Valtra გაერთიანებულია მსხვილ ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის კუთხით დღეს მსოფლიოს ლიდერია. „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტშია ჩეხური ბრენდი Zetor, რომელმაც თავისი საიმედოობით ფერმერებში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ბრენდის Goldoni-ს ტექნიკასაც - ძირითადად სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის სპეციალიზებულ საბაღე და სავენახე ტრაქტორებს.
ივან ნესტეროვი, AGCO Corporation-ის გაყიდვების მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპაში: „მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი კომპანია, „თეგეტას“ სახით, რომელიც ჩვენი ტექნიკის დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ეს არის პროფესიონალი გუნდი, რომელსაც ქართულ და რეგიონულ ბაზარზე წამყვანი ბრენდების წარდგენის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ტექნიკა ფერმერების საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობით კი სოფლის მეურნეობის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ“.
„თეგეტა აგრის“ უახლოესი გეგმები ბაზრის მინიმუმ 30%-იანი წილის ათვისებასა და იმპლიმენტების/აგრეგატების ნუსხის გაფართოებას უკავშირდება. კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული და საკუთარ მომხმარებელს ახალი ბრენდების ფართო არჩევანს შესთავაზებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო, სასაწყობე და ინდუსტრიულ ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა