შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ თუ იქნებიან, სჯობს, ვიზასა და ბილეთებზე „ვიჩალიჩოთ“ - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 15:20 | 20.03.2024
ნანახია: 2851

შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ თუ იქნებიან, მგონი, ერთობას სჯობს, ვიზასა და ბილეთებზე „ვიჩალიჩოთ“, ქვეყნები შევარჩიოთ, სად სჯობს ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ასეთი პესიმისტი არ ვარ, ქართველი ხალხის მჯერა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„შეუძლებელი მგონია, ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო „ქოცები“ და „ნაცები“ ავირჩიოთ. მიგვაჩნია, რომ სულ სამი პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქედან ორი პარტია ერთი პარტიით კი არ გადის არჩევნებზე, არამედ ხუთ-ხუთი, ექვს-ექვსი თანამგზავრი პარტია ჰყავთ. აგერ, ორი დღის წინ „ქოცებმა“ შექმნეს „ხალხის ძალა“, ასევე „ნაცებმა“ – გვარამიას და მელიას გაერთიანება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე