ათასობით ემიგრანტი თქვენი დანაშაულებრივი პოლიტიკის მთავარი მოწმეა - ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“

საქართველო, თბილისი - 15:35 | 22.03.2024
ნანახია: 867

ათასობით წასული ემიგრანტი არის მთავარი მოწმე თქვენი დანაშაულებრივი პოლიტიკის, ამიტომ იშორებთ თავიდან - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ქართულ ოცნებას".

ნაცვლიშვილის თქმით, მმართველ გუნდს სურს იძლებით საქართველოდან წასული ადამიანები არც არჩევნებში ჩართოს და საბოლოოდ მოიშოროს თავიდან.

„თქვენი გუნდის დამსახურებით ადამიანები იძლებულები არიან, რომ გაიქცნენ, მათ შორის მძიმე, სახიფათო გზები გაიარონ და მერე თავიდან იშორებთ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ქვეყნიდან გააქციეთ და ახლა გინდათ საარჩევნო პროცესშიც რაღაც არგუმენტებით, რომელიც ძალიან სუსტია და ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს, გინდათ რომ ეს ხალხი სამუდამოდ თავიდან მოიშოროთ. თქვენი პოლიტიკა არის ეს, ადამიანების თავიდან მოშორება. რატომ? იმიტომ, რომ დღეს საქართველოდან იძულებით ათასობით წასული ემიგრანტი არის მთავარი მოწმე იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის, რომელსაც თქვენი ხელისუფლება აწარმოებს", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე