რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მაინც მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ - მიხეილ ყაველაშვილი თინა ბოკუჩავას

საქართველო, თბილისი - 16:00 | 22.03.2024
ნანახია: 864

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციისას უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დაუპირისპირდა.

თინა ბოკუჩავა საუბრობდა იმის თაობაზე, რომ „ქვეყანა იცლება, მოქალაქეები საქართველოს გაჭირვების გამო ტოვებენ და მათ ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას შეგნებულად არ აძლევს“.

თინა ბოკუჩავას გამოსვლა მიხეილ ყაველაშვილმა გააპროტესტა და მას მიმართა – „მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა. რაც არ უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე