მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 16:07 | 25.03.2024
ნანახია: 2246

მოსკოვში, კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისას დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო, 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. იუწყება რუსული სააგენტოპ „ტასი“.

შესაძლო აფეთქების შესახებ შეყტყობინება სამედიცინო დაწესებულებამ ფოსტით მიიღო. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, მრომ ფოსფორის ასაფეთქებელი მოწყობილობები 40-წუთიანი ტაიმერით ზურგჩანთებით შენობის სართულებზე იყო მოთავსებული.

პაციენტები დ თანამშრომლები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ადგილზე უსაფრთოების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

25 მარტის მონაცემებით, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144-მდე გაიზარდა. ასევე, კლინიკებში რჩება 97 ადამიანი. სულ დაშავდა180-მდე ადამიანი. რამდენიმე ათეული ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული, 100-მდე ცხედარი კი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე