ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულ არჩევნებად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული - პეტრე ცისკარიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:08 | 25.03.2024
ნანახია: 732

ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული, - ამის შესახე განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, ამას სჭირდება პოლიტიკური სითამამე.

„ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას სჭირდება პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა და ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის არ იქნება კამპანიაში ჩართული და არ მიიღებს მონაწილეობას ამ საარჩევნო პროცესში.“-  განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე