93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
საქართველო, თბილისი - 13:00 | 10.04.2024 ნანახია: 1431„ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით პრემიუმ კლასის შვედური ავტომობილების ექსკლუზიური დილერია, 2024 წელს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2024-ში გაყიდვების მაჩვენებელი 93%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ყველა ბაზარზე, თუმცა გაყიდვების მიმართულებით წამყვანი მაინც საქართველოა და მასზე გაყიდული ავტომობილების 50% მოდის, მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანშიც და საერთო გაყიდვების მაჩვენებელში 40%-იანი წილი დაიკავა, 10%-იანი წილი კი სომხეთს ეკუთვნის.
გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა Volvo Cars-მა გლობალურ ბაზარზეც. მარტის თვეში ბრენდმა 78,970 მანქანა გაყიდა, რაც 25 %-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ზრდის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი იყო. მათ შორის უპირველესია ის, რომ VOLVO-ს პოპულარობა იზრდება როგორც საქართველოში, ისე რეგიონის ქვეყნებში. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ახალი შოურუმისა და სერვისცენტრის გახსნა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან ემსახურება მომხმარებელს. ჯამური გაყიდვების მაჩვენებლებზე საგრძნობლად იმოქმედა აზერბაიჯანის ბაზარზე დაფიქსირებულმა ზრდამ, რომელიც პირველად მიუახლოვდა საქართველოს გაყიდვებს. ერთ-ერთი ფაქტორი Volvo-ს სამოდელო რიგის მრავალფეროვნებაა, მოთხოვნა გაზრდილია პრემიუმ კლასის როგორც ე.წ. „Mild hybrid“, ისე „Plug-in hybrid“ მოდელებზე, აქტიურია „Volvo-ს“ სრულად ელექტრიფიცირებული მოდელებიც“.
რაც შეეხება გაყიდვების ლიდერ მოდელებს, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გაყიდვადი XC90 და XC60 იყო, შემდეგი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი კი ბიზნესკლასის სედანი S90-ია. წინა წელთან შედარებით, XC60-ის გაყიდვები 129%-ით არის გაზრდილი, ხოლო XC90-ის 37%-ით.
დამუხტვად ჰიბრიდებს მთლიანი გაყიდვების 27%-იანი წილი უჭირავს, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდაა. 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების წილი 8%-მდეა გაზრდილი, თუმცა „ვოლვო ქარ კავკასიაში“ მოლოდინი აქვთ, რომ 2024 წლის განმავლობაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ბაზარზე ბრენდის სრულად ელექტრული EX30 გამოჩნდება. შვედური ბრენდის სრულიად ახალი ელექტრომობილი ქართულ ბაზარზე ზაფხულის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთები „ვოლვო ქარ საქართველოს“ მიღებული აქვს. EX30 ბაზარზე პრემიუმ ხარისხითა და კონკურენტული ფასით შემოდის.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანში ახალი შოურუმი გაიხსნება და საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია განხორციელდება. ეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს ბრენდის პოპულარობაზე და გაყიდვების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველით. დიდ იმედებს ვამყარებთ EX30-ზე, Volvo-ს სრულად ელექტრიფიცირებულ მოდელზე, რომელიც ძალიან კონკურენტული ფასით შემოვა ბაზარზე. ასევე წლის ბოლოს ველოდებით VOLVO-ს ფლაგმანს, სრულად ელექტრულ EX90-ს, რომლის მიმართაც ინტერესი უკვე დიდია. ასევე ვმუშაობთ უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრების ათვისებაზე და, ჯამში, 2024 წლის 60%-65%-იანი ზრდით დახურვას ვგეგმავთ“.
რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, Volvo Cars-ის ელექტრიფიცირებული მოდელების ხაზის გაყიდვები, სრულად ელექტრო ან plug-in ჰიბრიდული ძრავით, 24 %-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჯამში გაიყიდა 33,558 ელექტრო ავტომობილი, რაც საერთო გაყიდვების 42 პროცენტს შეადგენს გლობალურად.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები და ელექტრომობილები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად დაათვალიეროს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა