პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
საქართველო, თბილისი - 13:56 | 16.04.2024 ნანახია: 792პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში, თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართული წამომავლობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) წერს.
„მე რამდენიმე ქართულმა ტელერახმა და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოთის აგენტების“ შესახებ კომენტარისთვის.
როგორც წესი, მე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე რ ვლაპარაკობ, უპირველესად იმიტომ, რომ კომპლექსი მაქვს, რადგან “ნამდილი ქართველიც“ არ ვარ, ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მე რუსი მწერალი ვარ და ნებისმიერი ჩარევა ჩვენიანის მხრიდან სხვის საქმეში, აღიქმება, როგორც „იმპერიალისტური გამოვლინება“.
მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე საქართველოში დავიბადე, ჩემი გვარი „შვილზე“ მთავრდება, და შალვას ძე ვარ. მე იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. და მე მაშფოთებს იმის დანახვა, დემოკრატიული ქვეყანა, როგორ მიცოცავს იმავე დაღმართზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში გადაიჩეხა.
ჩვენ უნდა გვეშინოდეს, არა პოლიტიკური ოპოზიციის და ბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და სწორედ ეს ხდება ახლა. პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში, თქვენივე მთავრობის ინიციატივით. ამ შემოპარულს ვეღარ გაასახლებთ. ის გამოჭამს საქართველოს, როგორც სიმსივნე. ვიცით, გაგვივლია. ჯერ "უცხოეთის აგენტები", მერე "მეხუთე კოლონა", შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები" და მერე, საქართველოს პუტინის რუსეთის გარდა სხვა მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.
ქართველებო, არ მისცეთ უფლება ასე მოგეპყრონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას". – წერს აკუნინი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა