თინათინ ხიდაშელი: "ქართული ჯარი ქართულ კვებაზე გადავა"
საქართველო, თბილისი - 18:20 | 28.10.2015 ნანახია: 2600საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივით ქართული ჯარი ადგილობრივი წარმოების პროდუქციით გამოიკვებება. საქონლის ახალი ხორცის შესყიდვაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით“ გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ადგილობრივი პროდუქტით ჯარის მომარაგების საკითხზე თავდაცვის მინისტრმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ივლისში, ჟურნალისტების მონაწილეობით სამხედრო ნაწილებში გამართული ტურნეს დროს დადებული პირობა მალე ამოქმედდება და ქართული ჯარი ქართულ კვებაზე გადავა.
„დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მიმდინარე წელს ხორცის შესყიდვაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს იყო უცხოური პროდუქტი. მომწოდებელი იყო ინდოეთი და, ასევე, სხვა უცხო ქვეყნები. ამ ინიციატივის ფარგლებში დავეხმარებით ქართულ მეწარმეებს, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული და, ამავდროულად, ხელს შევუწყობთ ქართულ წარმოებას. ყველას მინდა ვთხოვო, გამოიჩინონ მაქსიმალური აქტიურობა. ამ ეტაპზე ტენდერი ჯარის მომარაგებაზე ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, მომავალი წლიდან პროექტი უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე, გადავალთ სხვა პროდუქტებზეც, რომლებიც იწარმოება საქართველოში და ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს. ხაზგასმით ვამბობ, საუბარია საქართველოში წარმოებულ ხორცზე და არა ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც შემოაქვთ ხორცი სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვთხოვო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და შეუძლია უზრუნველყოფა, დაინტერესდეს ტენდერით, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, მომავალი წლიდან სრულად გადავიდეთ ქართულ წარმოებაზე“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მინისტრის განმარტებით, ტენდერის გამოცხადებამდე კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქართული ჯარის ქართული ხორცით მომარაგება შესაძლებელია. საპილოტე რეჟიმში კი დადასტურდება, რამდენად განხორციელდება რეალურად ამ კვლევის შედეგები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ადგილობრივი პროდუქტით მომარაგების ინიციატივა თავისი შინაარსით უპრეცედენტოა. ამიტომ, პირველ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ საქონლის ხორცს შეისყიდის და ამ პროდუქტით თავდაპირველად აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის სამხედრო ბაზები მომარაგდება. პროგრამა წლის ბოლომდე საპილოტე რეჟიმში განხორციელდება
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა