"უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა

საქართველო, თბილისი - 16:52 | 08.05.2024
ნანახია: 853

უსამშობლოები, რომელთაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის. აი, ასეთების სია უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას "ანტიქართული მოძრაობის" უკან. 

„უსამშობლოები, რომელთაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის. აი, ასეთების სია უნდა გაკეთდეს, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული მოძრაობის. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებას, ის, ვინც შეურაცხყოფს, ის, ვინც ეკლესიას უტევს, ის, ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელები და გვარები იოს იდენტიფიცრებული. ასე რომ, არ აგერიოთ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული ჩახდილების და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ. ეს არის, რომ ყველა, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აბულინგებს განსხვავებული აზრის გამო, აი, იმათი იდენტიფიცრება ხდება, მეტი არაფერი“, - ამბობს ზარქუა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე