„თუ ვიწვევთ ახალგაზრდებს ჯარში, ისინი არ უნდა გვყავდეს ყარაულში“
საქართველო, თბილისი - 17:47 | 06.11.2015 ნანახია: 21192016 წლიდან საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი საჯარო განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ გაწვევა დარჩება, თავდაცვის სამინისტრო სადისკუსიო მაგიდას სამი მთავარი საკითხით შეუერთდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იყო ვითარება და მოცემულობა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გაწვევის გაუქმებაზე - აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება. გაწვევა საერთოდ გაუქმებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ დააბრუნეს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქვეყნებს გაუჩნდათ დღეს. მე არ ვემხრობი გაწვევის დატოვებას, მაგრამ თუკი უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიციები ამ საკითხზე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვიწვევთ ახალგაზრდას ჯარში, მან უნდა გაიაროს სრული საწვრთნელი კურსი, რომ უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოში ეს სისტემა ყოველთვის მახინჯი იყო და არასდროს პასუხობდა ჯარის რეალურ ამოცანებს. ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ. თუ რჩება გაწვევა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი აღარ იქნება ყარაულში. ისინი იქნებიან ქვეყნის სამსახურში კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების პროცესში, როგორც ამას ამბობს ქვეყნის კონსტიტუცია.
მეორე, თუკი საჯარო დაწესებულებები ვიღებთ ვალდებულებას, რომ თანამშრომელს, რომელსაც ჯარში იწვევენ, უნარჩუნდება სამსახური ჯარის დასრულებამდე, ეს ვალდებულება აუცილებელი პირობა უნდა იყოს ნებისმიერი დამსაქმებლისთვის.
მესამე, ეს არის ვადები. ვფიქრობ, ერთი წელი ძალიან ბევრია იმ პირობებშიც კი , თუ დავტოვებთ გაწვევას. თავისუფლად შეგვიძლია, ეს დრო გავანახევროთ და სამხედრო სამსახურის 6-თვიანი სრული საწვრთნელი კურსი შევთავაზოთ ახალგაზრდებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა