თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხზე
საქართველო, თბილისი - 19:18 | 06.11.2015 ნანახია: 1967თავდაცვის სამინისტროს რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სამხედროების და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფაა. მუშაობა უკვე დასრულებულია საპენსიო კანონმდებლობის პაკეტზე, რომელიც სხვადასხვა ომებსა თუ მისიებში დაშავებული ჯარისკაცების სოციალური უზრუნველყოფის საკითხს დაარეგულირებს და სამხედროებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.
„დღეს დისპროპორცია არსებობს და, სწორედ, გათანაბრება არის ამ კანონპროექტის მიზანი“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს. საპენსიო პაკეტის დეტალებზე კი მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტით არსებითად უმჯობესდება ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობა, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების პირობები, რომლებმაც დაზიანების შედეგად შშმ პირები გახდნენ, საკანონმდებლო ინიციატივა ასევე შეეხება საბრძოლო ოპერაციების დროს მარჩენალდაკარგულ ოჯახებს.
„სულ არის სამი კატეგორია. პირველი კატეგორია არის დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც იმსახურეს 20 წელი და მეტი. მათი კომპენსაცია იქნება წოდებრივი სარგოს 40%, ყოველი 20 წელს გადაცილებული ნამსახურევის წლისათვის დანამატი იქნება 2,5%. მათთვის, ვისაც ნამსახურევი აქვს 30 წელი და მეტი, კომპენსაცია იქნება წოდებრივი სარგოს 65%. მაგალითისათვის, თუ დღეს ლეიტენანტისათვის კომპენსაცია არის 225 ლარი, კანონის მიღების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ლეიტენანტს აქვს ნამსახურევი 20 წელი, ეს იქნება 468 ლარი, ანუ გაცილებით მეტი. მეორე კატეგორიაში არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები. ამ შემთხვევაშიც იზრდება კომპენსაცია და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის შემთხვევაში ეს არის წოდებრივი სარგოს 60%. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების დადგენის პირობებში - წოდებრივი სარგოს 75%. მაგალითად, თუ პოლკოვნიკის ამჟამინდელი კომპენსაცია არის 365 ლარი, კანონის მიღების შემდეგ, შესაბამისად იქნება 1920 ლარის 65 და 70%. ბოლო კატეგორია გახლავთ მარჩენალდაკარგული პირები. თუ ოჯახის ერთ წევრზე არის საუბარი, ეს არის მთლიანი თანხა 338 ლარი და ამას ყოველი მომდევნო ოჯახის წევრზე ემატება 338 ლარის 30%“,- განმარტა ბესიკ ლოლაძემ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა