გაგრძელდება თუ არა ახალი სეზონიდან „ჩცდ“?!
საქართველო, თბილისი - 12:30 | 11.07.2017 ნანახია: 34131სერიალ „ჩემი ცოლის დაქალები“-ს მე-11 სეზონი დაიხურა და თბილისში უამრავი ჭორი გავრცელდა. მოარული ხმებით, ახალი სეზონიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში აღარ გავა, ამბობენ იმასაც, რომ სერიალი ტელეკომპანია „იმედზე“ იქნება, თუმცა რა ინფორმაციას ფლობენ „ჩცდ“-ს მსახიობები და როგორ შეხვდნენ ისინი სეზონის დახურვას, ამის შესახებ „პრაიმნიუსჯორჯია“ რამდენიმე მსახიობს გაესაუბრა.
სალომე შარვაძე: ძალიან ბედნიერად დასრულდა ჩცდ-ს მე-11 სეზონი.
ამბობენ, რომ ახალი სეზონიდან სერიალი „იმედზე“ გადადის. მართალია?
არამგონია სადმე გადავიდეს სერიალი. ეს არის ჭორი და მეტი არაფერი.
გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ შესაძლოა ახალი სეზონიდან „ჩცდ“ საერთოდ აღარ გაგრძელდეს. ამის შესახებ გსმენიათ რამე?
სერიალი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სხვა სერიალის ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს, უკონკურენცოა „ჩცდ“ საქართველოში. ემიგრანტების ძალიან დიდი რაოდენობა უყურებს ამ სერიალს, ხალხი ამით ცხოვრობს, უყვართ, ელოდებიან ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას. აქვს ძალიან დიდი რეიტინგი. შესაბამისად არ მგონია, რომ ეს სერიალი დაიხუროს.
მარიშკა ჯავახაძე:
სეზონის დამთავრება ძალიან მიჭირს, რთულია, ძალიან ბევრი რამ მომენატრება. ამ მონატრებას კი სერიალის გმირებთან ყოველდღიური კონტაქტით ვივსებ.
სერიალის „იმედზე“ გადასვლის შესახებ გსმენიათ რამე?
თქვენგან მესმის პირველად. სერიალი ისევ დაბრუნდება და ისევ „რუსთავი 2“-ზე იქნება.
ნანუკა გულუა:
სეზონი დაიხურა და დიდი სტრესი მაქვს. ზოგადად, ამ სერიალის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მაგრამ დასასრული ისე მიდის, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება. მანამდე, სანამ გაგრძელდება მაყურებლის სიყვარულით დავტკბები.
ბუბა მირცხულავა, (ბაქარი):
სეზონის დასრულება ყოველთვის ორმაგ ემოციას იწვევს ჩემში:დასვენების უსაზღვრო სურვილსა და აუცილებლობას და ნოსტალგიას, რომელიც სულ რამდენიმე დღეში იგრძნობა ხოლმე. რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი დამთავრდება. მერე რა იქნება, არ ვიცი და სიმართლე რომ ვთქვა, ვერც ვხვდები რა შეიძლება იყოს. ყოველი სეზონის დამთავრება კი ამას მახსენებს და მთრგუნავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "ჩემი ცოლის დაქალები"-ს მთელ შემოქმედებით ჯგუფს, მაყურებელს, მეგობრებს.
ავტორი გიორგი საკარული, ფოტო ლუკა ხაბელაშვილი, PrimeNewsGeorgia
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა