დაღუპული სამხედროები ხსოვნის დღეზე გაიხსენეს
საქართველო, თბილისი - 15:05 | 08.11.2015 ნანახია: 1951დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში ხსოვნის დღე აღინიშნა. დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა საელჩოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ებრალიძეს, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს და ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს. ხსოვნის დღეს დაესწრნენ ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებული ელჩები და ატაშეები. მოწვეულ სტუმრებს ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სიტყვით მიმართა. მან ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად წარმოებულ ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთხელ გაიხსენა.
ხსოვნის დღის სიმბოლო წითელი ყაყაჩოა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საელჩოში წითელი ყაყაჩოებით შეკრული სიმბოლური გვირგვინები დაღუპულთა პატივსაცემად მიიტანა, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ კი ლადო ასათიანის ლექსი - „კრწანისის ყაყაჩოები“ წაიკითხა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და თანამეგობრობის ქვეყნებში ხსოვნის დღე ყოველი წლის ნოემბრის მეორე კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღეს პირველ მსოფლიო ომსა და შემდეგ არსებულ ყველა კონფლიქტსა თუ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას მიაგებენ პატივს
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა