ხიდაშელი: საქართველო არ იქნება ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ სატრანზიტო დერეფანი
საქართველო, თბილისი - 18:01 | 09.11.2015 ნანახია: 1995„ჩვენ არ ვაპირებთ ისეთ უცნაურ გაერთიანებებში გაწევრიანებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საეჭვო და ბუნდოვან პერსპექტივებს გვპირდება. წინა ხელისუფლებამ აშკარად დააგვიანა დსთ-დან გამოსვლა, მაგრამ გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენ „კარგი გაკვეთილი“ მივიღეთ“,- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "ევრო დიალოგი XXI" - თვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან“ გამოსვლის შემდეგ ცენტრალური აზიის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებს შესახებ. „სამხრეთის ენერგოდერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ირანის პოტენციურ რესურსებთან ერთად, ევროპაში, რუსული გაზის მთავარ ალტერნატივად განიხილება. ენერგეტიკული თანამშრომლობა ღრმავდება თურქმენეთთან, რომლის ენერგომარაგებიც გაზრდის „სამხრეთის ენერგოდერეფნის“ პოტენციალს და მის პოლიტიკურ დატვირთვას. საქართველო ამ გზაზე პარტნიორების ერთგული, სანდო და შედეგზე ორიენტირებული მოკავშირეა. ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება სცდება ერთი ქვეყნის ინტერესებსა და მისწრაფებებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ინტერვიუში მინისტრმა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის ხედვებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით: „საერთაშორისო და რეგიონული დონის სატრანზიტო პროექტები, ბევრი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, ჩვენი შესაძლებლობების და აქტივების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება - არის ქვეყნის ენერგეტიკული და ფინანსური კეთილდღეობის გარანტია. საქართველოს მთავრობას აქვს მტკიცე ნება - ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველა საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში, რომელშიც ჩართული ვიქნებით. მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო, მსგავსი ტიპის პროექტებში ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ დერეფანი იქნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა