როგორ უმკლავდება TV პირველის წამყვანი წონის პრობლემას და რა რჩევებს აძლევს ის ქალბატონებს
საქართველო, თბილისი - 15:54 | 27.10.2017 ნანახია: 25139,,არ არსებობს იმაზე მძიმე სამუშაო, ვიდრე მთელი დღე, დილის 8 საათიდან შუაღამემდე ცდილობდე, ლამაზი იყო’’, - ამბობდა მერლინ მონრო. მართალია, ,,TV პირველის’’ წამყვანი მთელი დღე სილამაზეზე ფიქრში არ ატარებს, მაგრამ მისმა სილამაზემ და გარეგნობამ მაყურებელი მალევე მოხიბლა. მძიმე დატვირთული რეჟიმის მიუხედავად ეთუნა ინწკირველი ფორმაში ყოფნას ყოველთვის ახერხებს.
როგორ უვლის თავს, რას შეიცვლიდა ის საკუთრ გარეგნობაში, როგორ უმკლავდება ზედმეტ წონას, ამ და ბევრ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, ,,პრაიმნიუსჯორჯიას’’ ,,TV პირველის’’ ახალი ამბების წამყვანი ეთუნა ინწკირველი ესაუბრება:
ეთუნა, თავის მოვლის რა საშუალებებს მიმართავ?
განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. თავს ძირითადად სახლის პირობებში ვუვლი და მხოლოდ კოსმეტოლოგთან ვიზიტით შემოვიფარგლები. ვიკეთებ სხვადასხვა სახის ნიღბებს და ა,შ. პლასტიკური ოპერაციები არ მაქვს გაკეთებული.
პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი ხართ?
წინააღმდეგი არ ვარ. თუ ადამიანს რაიმე არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში და აქვს საშუალება, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს, რატომაც არა. თუმცა, მე არასდროს მიმიმართავს მსგავსი პროცედურებისთვის.
ზოგადად რას შეიცვლიდით საკუთარ გარეგნობაში?
არის პატარა დეტალები, რაც არ მომწონს, რასაც შევიცვლიდი. ზოგადად ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებებს ვერ და არ ვრისკავ. ზოგადად მომწონს ბუნებრიობა და ბუნებრივი ქალები. ასაკის მატებასთან ერთად გამიჩნდება ნაოჭებიც და ვფიქრობ, რომ ქალმა ნაოჭიც უნდა მოიხდინოს.
სპორტული ცხოვრების მოყვარული ხართ?
რა თქმა უნდა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ზაფხულში მაინც ვახერხებდი ვარჯიშს და საკმაოდ კარგი პერიოდი მქონდა.
დილით ძალიან ადრე ვდგებოდი და დავრბოდი, შემდეგ სამსახურში მივდიოდი.
ბევრ ქალბატონს და არამარტო, აწუხებს წონის პრობლემა. თქვენ?
წონას ყოველთვის ვაკონტროლებ. სიმართლე გითხრათ, მიწევს დიეტებთან ,,ჭიდაობა“, რადგან საკმაოდ გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი კერძები.
ახლა ცოტა მომატებული ვარ და რამდენიმე კილოგრამს ვებრძვი, თუმცა არა დიეტით.
როგორ ებრძვით?
ვცდილობ დავაბალანსო კვების რეჟიმი.
ეკრანზე ყოველთვის კარგად გამოიყურებით, რაც მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ვინ ზრუნავს თქვენს ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, მაკიაჟზე და ა.შ.
ძირითადად მე ვზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე. ჩემი გემოვნებით ვიცვამ, მაკიაჟს მე ვიკეთებ და შეძლებისდაგვარად ვარცხნილობასაც, მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი.
მაკიაჟის კეთება ვინ გასწავლათ?
ჩემით ვისწავლე. სტუდენტობიდან მოყოლებული მაკიაჟს ვიკეთებ, დროთა განმავლობაში ხელი გამივარჯიშდა და ნელ-ნელა დავიხვეწე. სატელევიზიო მაკიაჟიც ჩემია, უბრალოდ ის განსხვავდება ყოველდღიურისაგან. შაბათ-კვირას ვცდილობ რომ სახის კანი დავასვენო და მაკიაჟი აღარ გავიკეთო.
სალონებს ხშირად სტუმრობთ?
ხშირად არა, რადგან სწორი, თხელი თმა მაქვს და არ ვიღებავ.
დაბოლოს, რას ეტყვით, რას ურჩევთ ქალბატონებს?
ქალბატონებს ვურჩევ, რაც სიამოვნებას ანიჭებთ, ის აკეთონ. ვთვლი, რომ საქმიდან, ადამიანებისგან, გარეგნობიდან, სამოსიდან და თუნდაც კერძიდან სიამოვნება უნდა მიიღონ. კარგი განწყობა ქალს აბედნიერებს და ალამაზებს. ბევრი ღიმილიანი ქალი მინდა ვიხილო და ცხოვრობდეს საქართველოში.
გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა