რატომ არ იმღერებს ნატო გელაშვილი 31 დეკემბერს და როგორია მისი წინასაახალწლო ტრადიცია
საქართველო, თბილისი - 14:48 | 29.12.2017 ნანახია: 19580„პრაიმნიუსჯორჯიას“ წინასაახალწლო ტრადიციებზე ნატო გელაშვილი ესაუბრება.
ნატო, ახალ წელს სად ხვდებით?
წინასწარ არასდროს არ ვიცი სად შევხვდები ახალ წელს. მინდოდა რომ სახლში ვყოფილიყავი. ბიჭებიდან გამომდინარე მინდა, რომ ორიგინალურად გავატარო ახალი წელი. საერთოდ, ჩვენს ოჯახში ყველაფერი ხდება საათებით ადრე.
31 დეკემბერს სად იმღერებთ?
ბათუმში იყო დაგეგმილი ჩემი კონცერტები. ამის გარდა, მქონდა სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა ყველაფერზე უარი ვთქვი. წელს, მინდა რომ სახლში ვიყო და ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდე.
გიყვართ ახალი წელი?
სიმართლე გითხრათ, შობა უფრო მიყვარს და აღდგომის დღესასწაული. ახალი წელი უყვართ ბიჭებს.
წინასაახალწლო ტრადიციებზე რას გვეტყვით?
აბსოლუტურად ყველა ტრადიციას ვიცავ, რაც ქართულ ოჯახს გააჩნია. აუცილებლად ვაკეთებ გოზინაყს. სანამ 12 საათი გახდება, ერთი საათით ადრე ვამთავრებ გოზინაყის გაკეთებას და მაშინ ვჭრი. ეს არის ჩვენი ოჯახური რიტუალი.
გოზინაყის რეცეპტი აუცილებლად უნდა გაგვიმხილოთ...
ეს არის ბებიას გადმოცემული რეცეპტი და ვაგრძელებ ტრადიციას. ვიღებ ნახევარლიტრიან ქილაში მოთავსებულ ღია ფერის თაფლს (უნდა აკლდეს ცოტა), ვადუღებ ქვაბში, თანაც, სამჯერ ვაგრილებ წამოდუღების შემდეგ. მესამე წამოდუღებაზე ნიგოზს ვყრი, რომელსაც არ ვხალავ, მხოლოდ ვარჩევ. სანამ ნიგოზს ჩავყრი, მანამდე ნახევარ ჭიქა შაქარს ვყრი, კარგად ვურევ, გალღობამდე რომ მიდის, მერე უკვე ნიგვზის ჯერია. ამის შემდეგ გამუდმებით ვურევ. ქვაბშივე რომ ფერს იცვლის, გემო რომ აქვს შესაბამისი და ოქროსფერს იღებს, ცხელსვე ვიღებ, სველი ხელით ვაბრტყელებ და ვჭრი აუცილებლად ცხელს, გაცივების შემდეგ ვეღარ აიღებ. მერწმუნეთ, ძალიან გემრიელია. ვისაც ჩემი გოზინაყი გაუსინჯავს, მეუბნებიან, საღოლ შენო... გოზინაყი ცოტა პრეტენზიული გასაკეთებელია, ყველას არ გამოსდის. ბევრს ვასწავლე, ზოგს მიეწვა, ზოგს დაეხრაკა და ა.შ.
საახალწლო სუფრასაც თქვენ ამზადებთ?
რა თქმა უნდა. ჩემი ბიჭებიც მეხმარებიან. ჩვენს ოჯახში ძალა ერთობაში პრინციპია, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.
რა გინდათ, რომ ამ წელმა მოგიტანოთ?
პირველ რიგში, სიმშვიდე ოჯახებში, ჯანმრთელობა, ყველას კარგად ყოფნა. რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეს ადამიანს, მერწმუნეთ არაფერს ბედნიერება არ მოაქვს, თუ არ ხარ ჯანმრთელი. მინდა, რომ ნაკლები გაჭირვებული იყოს მომავალ წელს. ძალიან მტკივა გული, როცა ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ვხედავ ქუჩაში ან მესმის ვინმეს საწუხარი.
ია ბარბაქაძე, პრაიმნიუსჯორჯია
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა