Christian Dior-მა სკანდალური ფოტოსთვის ჩინეთს ბოდიში მოუხადა
საქართველო, თბილისი - 13:34 | 24.11.2021 ნანახია: 1228მაღალი მოდის სახლმა Christian Dior-მა ჩინეთს ბოდიში მოუხადა შანხაიში, Dior-ის გამოფენაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ფოტოსურათის გამო,რომლემაც ჩინეთის მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. მოდის სახლის განაცხადებით, ის პატივისცემით ეპყრობა ჩინელი ხალხის გრძნობებს.
შანხაიში ცოტა ხნის წინ გაიხსნა Christian Dior-ის გამოფენა სახელწოდებით Lady Dior, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფოტოექსპოზიცია. ერთ-ერთმა ფოტოსურათმა, რომელზეც აღბეჭდილია - აზიელი გოგონა ჩანთით, ჩინელების აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, ფოტოსურათმა ჩინელი ქალი „ცუდი კუთხით“ წარმოაჩინა.
როგორც მოდის სახლის ინფორმაციაშია ნათქვამი, როდესაც ფოტოსურათის მიმართ ქსელში გაჩნდა კრიტიკა საოგადოების მხრიდან, Dior-მა „მაშინვე მიანიჭა მას დიდი მნიშვნელობა და მყისიერად წაშალა ფოტოსურათი Dior-ის ოფიციალური ვებგვერდიდან, ნამუშევარი ასევე მოიხსნა გამოფენიდანაც.
"Dior-ი, როგორც ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა ჩინელი ხალხის გრძნობებს, მკაცრად იცავს ჩინეთის კანონმდებლობას და თანამშრომლობს შესაბამის დეპარტამენტებთან საჯაროდ გამოფენილი ნამუშევრების შემოწმების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა რაიმე ხარვეზს, როგორც ყოველთვის, მზად ვართ მოვისმინოთ კრიტიკა და დროულად გამოვასწოროთ შეცდომა, Dior-ის გულწრფელი დამოკიდებულება ჩინეთის საზოგადოებისა და მომხმარებლების მიმართ ურყევია“, - ნათქვამია ინფორმაციში.
გასულ კვირას ჩინურმა გამოცემა Beijing Daily-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ასე გამოიყურებიან ჩინელი ქალები? დასავლურმა ძვირადღირებულმა ბრენდებმა ისევ თავის ძველ ჩვეულებას მიმართეს...“ „ფოტოსურათზე გამოსახულია მოდელი მოჭუტული თვალებით, შავი ჩრდილებით, მოღუშული ჭორფლიანი სახით, ცხიმიანი თმებით და ამასთან კიდევ აცვია ცინის დინასტიის დროინდელი სამოსი“, - წერს გამოცემა.
გაზეთი China Women's News-ი კი წერს რომ ეს არის „ჩინური კულტურის დამცირების მცდელობა“.
ჩინეთი ხშირად მტკივნეულად რეაგირებს მსგავს სიტუაციებზე. 2018 წლის ნოემბერში უდიდესი სკანდალი აგორდა Dolce&Gabbana-ს ირგლივ, როდესაც ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, სადაც ჩინელი მოდელი ჩხირებით მიირთმევს იტალიურ კერძებს - პიცას და სპაგეტის, კადრს მიღმა კი მამაკაცის ხმა ისმის, რომელიც მას რჩევებს აძლევს, როგორ გაართვას თავი რთულ ამოცანას. მოდის სახლი ჩინეთის საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ცნობილი ბრენდი სექსიზმსა და რასიზმში დაადანაშაულეს. Dolce&Gabbana-ს შანხაიში დაგეგმილი შოუს გაუქება მოუწია, რადგან ბევრმა მოდელმა და ვარსკვლავმა შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა