საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:03 | 08.12.2021 ნანახია: 1735საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი მიიღებს, რომელთა ნამუშევრებიც საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ასევე, მოხდება 45 ილუსტრატორის ნამუშევრების კატალოგის წარდგენაც.
ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. გაიყიდება ილუსტრირებული წიგნები, ილუსტრაციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია. უფრო კონკრეტულად კი:
13 დეკემბერს კატალოგის პრეზენტაციის შემდეგ ილუსტრატორ ანა ჯანელიძესთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მოდერატორობას ნიკი თარხან-მოურავი გაუწევს. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ირაკლი კეიდიასთან და დათო მაჭავარიანთან შეხვედრა ელით თემაზე- გრაფიკული რომანის განვითარება საქართველოში. შეხვედრის მოდერატორი კი დათო სამნიაშვილი იქნება. ფესტივალის პირველ დღეს ლაშა ცქვიტინიძის ელექტრონული მუსიკა დაასრულებს.
რაც შეეხება მეორე დღეს, ფესტივალის სტუმრები ილუსტრატორ ოლესია თავაძეს შეხვდებიან, რომელსაც მოდერატორობას ზაზა აბზიანიძე გაუწევს. ასევე, თამარ ლონდარიძე წარადგენს გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნს - „ქართული მითიური პერსონაჟები“. დისკუსიის ფარგლებში გაიმართება საუბარი გამომცემლობის ილუსტრირებული წიგნების ახალ მიმართულებაზე.
ეს ყველაფერი არაა. სტუმრები შეძლებენ დაესწრონ ია გაბუნიას ახალი წიგნის - „სად გაქრა დედამიწა“ პრეზენტაციას, რომლის მოდერატორიც ნინო ძანძავა იქნება. ფესტივალის ბოლო დღეს დახურავს გამომცემლობა „მელანის“ ორი ახალი ილუსტრირებული წიგნის წარდგენა. ასევე, შეხვედრა გამომცემელთან და ავტორებთან.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომლის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა