მეცნიერებმა ფარაონ ამენჰოტეპ I-ის მუმიფიცირებული სხეული კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების მეშვეობით შეისწავლეს
საქართველო, თბილისი - 22:25 | 28.12.2021 ნანახია: 1019ძველი ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ I-ის მუმიფიცირებული სხეულის შესწავლა კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების მეშვეობით მოხდა. მეცნიერებმა მის შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს.
მუმია ამენჰოტეპ I-ისა, რომელიც ეგვიპტეს ჩვენს ერამდე 1525-1504 წლებში მართავდა, დეილ-ელ-ბაჰრიში 140 წლის წინ აღმოაჩინეს. მაშინ არქეოლოგებს მუმია არ გაუსნიათ, რათა არ დაეზიანებინათ ნიღაბი და ტილოს ელემენტები, რომელშიც ცხედარი იყო გახვეული.
თუმცა, მაღალი ტექნოლოგიები მეცნიერებს მუმიის შესწავლაში დაეხმარა, ისე, რომ არ დაზიანებულა სხეული. მეცნიერებმა ამენჰოტეპ I-ის სკანირებით ფარაონის შესახებ უამრავი ინფორმაციისა და მისი დაკრძალვის დეტალების შესახებ შეიტყვეს.
როგორც კაიროს უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორი და კვლევის წამყვანი ავტორი საჰარ სალიმი ჟურნალში Frontiers in Medicinе გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, გაირკვა, რომ ამენჰოტეპ I 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ის იყო დაახლოებით 169 სმ სიმაღლის, ჰქონდა წინადაცვეთა და კარგი კბილები. მის ტანსაცმელზე აღმოვაჩინეთ 30 თილისმა და უნიკალური ოქროს ქამარი, ოქროსივე მძივებით. როგორც ჩანს, ამენჰოტეპ I ფიზიკურად ჰგავდა თავის მამას: მას ჰქონდა წვეტიანი ნიკაპი, პატარა, ვიწრო ცხვირი, ხვეული თმა და ოდნავ წინ წამოწეული ზედა კბილები“, - განუცხადა საჰარ სალიმმა სააგენტო PA Media-ს.
პროფესორმა სალიმმა აღნიშნა, რომ მკვლევარებს არ აღმოუჩენიათ რაიმე ჭრილობა ან დაავადებისგან გამოწვეული სხეულის დეფორმაცია, რაც მათ ფარაონის სიკვდილის მიზეზის დადგენაში დაეხმარებოდა.
ასევე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამენჰოტეპ I პირველი ფარაონი გახდა, რომელიც მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით დაკრძალეს და მუმიფიცირების დროს ტვინი არ ამოუღეს.
სკანირებამ ასევე აჩვენა, რომ მუმიას უამრავი ტრავმა მიაყენეს მძარცველებმაც.
ამის გარდა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მუმიის აღდგენისას ქურუმებმა მოწყვეტილი თავი და კისერი სხეულს სელის ლენტით მიამაგრეს, დაფარეს მუცლის წინა კედლის დეფექტი ქსოვილის სახვევით და მის ქვეშ ორი თილისმა მოათავსეს, მოგლეჯილი მარცხენა ხელი კი სხეულზე მიაბეს.
სალიმი ფიქრობს, რომ სკანირებისას სხეულზე აღმოჩენილი ძვირფასეულობა და თილისმები უარყოფენ თეორიას იმის შესახებ, რომ ქურუმებს შეეძლოთ მათი მოხსნა მემკვიდრე ფარაონებისთვის გადასაცემად.
ამენჰოტეპ I-ის მუმია ქურუმებმა დეირ-ელ-ბაჰრიში, სამარხებისა და ტაძრების კომპლექსში გადაასვენეს, რათა მისი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა