ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
საქართველო, თბილისი - 16:15 | 10.06.2022 ნანახია: 1017ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს „ოკუპირებული“ აქვს „ძირძველი“ ისური მიწა - ყაზბეგი.
რუსეთის მიერ მართული მარიონეტული რეჟიმი „მკაცრად გმობს“ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ მიღებულ რეზოლუციას და აცხადებს, რომ დოკუმენტში ასახულია ცალმხრივად პოლიტიკურად მიკერძოებულ მიდგომა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქმის რეალურ მდგომარეობასთან და დევნილების ბედზე შეშფოთებასთან.
ე.წ. სამინისტრო აცხადებს, რომ „უცნაურია“ რეზოლუციაში გამოთქმული შეშფოთება „ჰიპოთეტური ქართველი დევნილების" შესახებ, როდესაც სეპარატისტების თქმით, ისტორიას ახსოვს ეთნიკური ქართველების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის მიზანმიმართულად დატოვების პროცესი ქართული ჯარების „თავდასხმამდე“ 90-იან წლებსა და 2008 წლის აგვისტოში.
ასევე საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთიდან“ და საქართველოდან 1990 -იანი წლებიდან საქართველოს მხრიდან „ეთნიკურ წმენდას“ გაექცა 100 ათასამდე ოსი ეროვნების ადამიანი, რომელთა ბედი მარიონეტების თქმით, დასავლეთს არ აშფოთებს.
ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი აღშფოთებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად არის მოხსენიებული და აცხადებს, რომ „სინამდვილეში“ საქართველოს აქვს „ოკუპირებული“ ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორია - ყაზბეგი.
„რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მიერ, ფაქტობრივად, ოკუპირებულია ოსეთის ძირძველი მიწა - ე.წ ყაზბეგის რაიონი, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამ მიწებიდან იძულებით გამოძევებულ ოს მოსახლეობას ეკრძალება საკუთარი სახლების, წინაპრების საფლავების მონახულება და საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლელი მეგობრები გაეროში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ“, - აცხადებენ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა