7-9 ივლისს თბილისი 25-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს
საქართველო, თბილისი - 15:46 | 14.06.2022 ნანახია: 102987-9 ივლისს თბილისი რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:
7 ივლისი - 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული
8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი
9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი საოცარი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი
წლევანდელი საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტო გამოფენა სახელწოდებით „როგორც მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.
19:30 სთ-დან დარბაზში „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება, მაყურებელი ასევე იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.
21:00 სთ-დან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.
23:00 სთ-დან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე, მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან.
ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას.
ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარები 19:00 საათზე გაიხსნება.
ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ქეშბექი
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა