საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „მკისამ“ ბოლნისში ნუშის ბაღები გააშენა
საქართველო, თბილისი - 15:44 | 01.05.2023 ნანახია: 7887საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს და ამ მიმართულებით პროექტების წახალისებას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „მკისამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახიდურში ნუშის ბაღი, პირველი ეტაპისთვის 40 ჰა-ზე გააშენა. ჯამში „მკისას“ ნუშის ბაღისთვის განკუთვნილი ტერიტორია 100 ჰა-ს მოიცავს.
ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, წვეთოვანი სარწყავის, ლოკალური მეტეო სადგურის, სენსორული მართვის სისტემის მოწყობასა და ბაღის გაშენებისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.
„გლობალურ ბაზარზე ნუშის ნაყოფზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. საქართველოს ბანკისა და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით კი, ნუშის კულტურის გაშენება საკმაოდ პერსპექტიული გახდა. ჩვენი გუნდი სოფლის მეურნეობის სექტორს 2015 წლიდან აკვირდება. 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც საქართველოს ბანკის ნუშის სუპერინტენსიური ტიპის ბაღის ახალ პროგრამას გავეცანით და შესაძლებლობებიც შევაფასეთ, ბოლნისში ნუშის ბაღების გაშენება გადავწყვიტეთ. პირველ მოსავალს წელს, ზაფხულის ბოლოს მივიღებთ. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის რეალიზებას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან. მაღალი სტანდარტების დაცვის შედეგად, ჩვენი პროდუქციით ევროპის სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად დაინტერესდნენ“, - აღნიშნავს „მკისას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიგი გაჩეჩილაძე.
„მკისა“ ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა და პირველივე დღიდან ჩვენი პარტნიორია. კომპანია უკვე სამი წელია სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიურადაა ჩართული და ქვეყნისთვის სტრატეგიულად ორ მნიშვნელოვან კულტურას: მოცვსა და ნუშს ავითარებს. კომპანია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს. ამას გარდა, კომპანია კარგი დამსაქმებელიცაა. ის პროექტების მიხედვით 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც უმუშევრობის დონის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო აფციაური.
ინფორმაციისთვის, კომპანია ,,მკისა” 2020 წლიდან აგრონომიულ სფეროში აქტიურადაა ჩართული. „მკისა“ ამჯერად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოცვისა და ნუშის ბაღებს ფლობს. ნუშის ბაღი გაშენებულია ბოლნისში. მოცვი კი, წყალტუბოსა და ხობში. კომპანიის ბაღები გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებითა და ინფრასტრუქტურით.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა