საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან IBIS-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება
საქართველო, თბილისი - 16:04 | 11.09.2023 ნანახია: 4709საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, „ფუჯინ სილქ ფროფერთი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამვარსკვლავიან სასტუმროს IBIS-ის ბრენდის სახელით გახსნის.
72 ნომრიანი სასტუმრო 4 სართულიან 4600 კვ.მ. ფართობის შენობაში განთავსდება.
სასტუმროში მისული სტუმრები შეძლებენ ისარგებლონ რესტორნით და ღვინის მაღაზიით. სასტუმროში ასევე მოეწყობა სატრენაჟორო დარბაზი და საკონფერენციო სივრცე.
პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 8,7 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის ფინანსური რესურსი კი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერით IBIS-ის ბრენდის ახალ სასტუმროს ავაშენებთ. მიგვაჩნია, რომ სასტუმროს ლოკაცია მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ბევრი ტურისტი. მოხარული ვართ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და ჩვენს წვლილს შევიტანთ ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ჯონ დოდელენდემ.
„ჩვენ მუდმივად მზად ვართ ჩავერთოთ პროექტებში, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდები შემოვლენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდას და ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვას. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ბიზნესს, დაიწყონ და განახორციელონ ახალი პროექტები. მიგვაჩნია, რომ ლოკაციიდან გამომდინარე სასტუმროს ეყოლება ბევრი სტუმარი, რომელსაც გაუწევენ მაღალი ხარისხის მომსახურებას და ამით გაზრდიან შემოსავლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, არ გაჩერდნენ და კიდევ ბევრი, ახალი პროექტი განახორციელონ “,- განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა