საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Product Community-ის ღონისძიება გაიმართა
საქართველო, თბილისი - 14:17 | 10.10.2023 ნანახია: 3247საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ამ მიმართულებით საინტერესო ღონისძიებების პარტნირობას და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და Product Community-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია - ProdAct Conference 2023 - HOW? ჩატარდა.
ProdAct Conference 2023 - ზე 30 - მდე საერთაშორისო სპიკერი იყო წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა: Google, Spotify, Stanford, Miro, საქართველოს ბანკი და სხვ. წამყვანი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს ცოდნა პროდუქტის მენეჯმენტსა და ყველა იმ რგოლზე, რაც პროდუქტის შექმნისთვისაა საჭირო. ასევე განიხილეს Agile მეთოდოლოგიების ტრანსფორმაციული ძალა და იმსჯელეს მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ციფრულ ტრანსფორმაციაში. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა სტარტაპებისთვის განკუთვნილ კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მათ ჟიურისა და პოტენციურ ინვესტორებს საკუთარი იდეები წარუდგინეს.
კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner - ლუკა ქობალია, რომელმაც ისაუბრა - „ Banking on innovation : The Story Behind Georgia’s Top Digital App” და საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან გომშიაშვილი, რომელმაც ისაუბრა - „A journey of integration: 20 awards One Bank, One Vision.“
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. საქართველოს ბანკის სპიკერებმა ისაუბრეს ბანკის გამოცდილებაზე, თუ როგორ შეიქმნა ის პროდუქტები თუ ინტეგრაციები, რომლის მეშვეობითაც ბანკმა Global Finance-ის 20 პრესტიჟული ჯილდო მიიღო. სპიკერებმა საზოგადოებას ასევე გაუზიარეს ის გამოწვევები, რომელიც პროდუქტის შექმნის პროცესში გადალახეს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ რათა შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები, რაც საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა