საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:26 | 06.11.2023 ნანახია: 5671საქართველოს ბანკისთვის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი მრავალი წელია აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს ამ სექტორის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, 10 და 11 ნოემბერს, რადისონ ბლუ ბათუმში, ტურიზმის ფეტივალი - ტურისტერი გაიმართება.
ტურისტერი B2B და B2C ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა : ციფრული ტექნოლოგიები, ქცევის ცვლილება და მარკეტინგი, ასევე მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში.
ფესტივალს სპიკერის რანგში დაესწრებიან ისეთ კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა : TripAdvisor-ის, Expedia-ს, Google Cloud-ის, Bolt-ისა და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია საქართველოში ტურიზმის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ახლა უკვე ტურიზმის ფესტივალის პარტნიორები ვართ, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ბათუმში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობენ ბიზნესებს წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს, გააზიარონ და მოისმინონ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, რაც ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ღონისძების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა