საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Berry Farms” - მა 30 ჰექტარზე მოცვის ბაღები გააშენა
საქართველო, თბილისი - 13:49 | 10.11.2023 ნანახია: 8978საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და კომპანია „ბერი ფარმსის“ პარტნიორობით, ხობში, 30 ჰექტარზე, მოცვის ბაღები გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2.7 მილიონი დოლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია 3 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც სუბსიდირებული ფინანსური რესურსით იქნა მოზიდული.
“Berry Farms” საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა და კომპანია „აგრითაჩთან“ პარტნიორობის ფარგლებში 30 ჰექტარზე, მოცვის 100 000 - მდე მოცვის ნერგი გააშენა, რაც წელიწადში 400 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე, ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის პირველი ინვესტიციაა რეგიონში. „Berry Farms” - ი სამომავლოდ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავს.
„მსოფლიო ბაზარზე მოცვის ინდუსტრია სტაბილურად მზარდ და განვითარებად აგრო ინდუსტრიას წარმოადგენს, საქართველოს ადგილმდებარეობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ლოგისტიკის მხრივ კონკურენტული უპირატესობის შეთავაზებას იმ ქვეყნებისთვის, სადაც მოცვზე მაღალი მოთხოვნაა. „Berry Farm” – ის საქართველოში შემოსვლაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორის საქართველოს ბანკის მრავალწლიანი კულტურების დაფინანსების სპეციალურმა პროგრამამ. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციის განხორციელების დროს ინვესტორთან შეთანხმებული პირობები საბანკო დაფინანსებისა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამების მიმართულებით იყო სრულიად განხორციელებული და ამ ყოველივემ გაზარდა ინვესტორის ნდობა ქვეყნის და სექტორის მიმართ, რის შედეგადაც სამომავლოდ დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას ველოდებით.“ – განაცხადა მარიამ ქოიავამ, Berry Farms - ის საინვესტიციო მრჩეველმა და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა
„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრო წარმოების და ბიზნესების მხარდაჭერაა. აღნიშნული სექტორის გაძლიერებისა და წახალისების მიზნით, ბანკი არაერთი პროექტის მხარდამჭერია. მოხარულები ვართ, „Berry Farms”- თან პარტნიორობით, რადგან გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების განვითარებას, საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“ - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა