საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ტერმინალის აქციას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 16:47 | 15.11.2023 ნანახია: 9534საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სერვისების თუ პროდუქტების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ტერმინალით მომსახურების ფარგლებში აქციას სთავაზობს. ის მომხმარებლები, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს ბანკის სტანდარტულ ან ჭკვიან ტერმინალს სტანდარტული საკომისიოს პირობით, პირველად აიღებენ, აქციაში ჩართვის თარიღიდან 3 თვე ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.
საქართველოს ბანკის ტერმინალი ბიზნეს მომხმარებლებს სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობს, კერძოდ:
- სხვადასხვა ბარათით გადახდის მიღება (Visa, MasterCard, American Express, Diners Club/Discovery, Union Pay, JCB და Georgian Card);
- თანხის მომენტალურად ასახვა ბიზნესის ანგარიშზე;
- გადახდების და სტატისტიკის დამოუკიდებლად დათვალიერება ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით;
- გადახდების მართვის პროცესში პერსონალური მენეჯერის დახმარება;
- სპეციალური ცხელი ხაზით სარგებლობა 24/7 - ზე.
გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკის სხადასხვა აქციით ისარგებლონ, რაც ხელს შეუწყობს მათ, მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შესაბამისად, გაზარდონ ბიზნესი. ასევე აღსანიშნავია, რომ ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათი მომხმარებლები ტერმინალზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას ~ PLUS ან MR ქულებს დააგროვებენ.
„საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და მივაწოდოთ მათზე მორგებული შეთავაზებები. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ჭკვიანი ტერმინალით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ, საშუალებას მისცემს ერთი მოწყობილობით მიიღონ როგორც უნაღდო გადახდები, ასევე ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში ისარგებლონ საკონტროლო-სალარო აპარატის ფუნქციით. ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას, რომლებიც მათ ბიზნეს პროცესების მართვას გაუმარტივებენ.“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში
აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა