2023 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 549 ავტომობილი გაყიდა
საქართველო, თბილისი - 17:05 | 01.03.2024 ნანახია: 34902023 წელი „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“ ზრდის წელი იყო - გაყიდვებმა 549 ერთეული შეადგინა. კომპანიამ ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, გააორმაგა.
2023 წლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ბაზრისთვის ორი ახალი ავტომობილის - CX60 და CX90 - შეთავაზებამ შეასრულა. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდდირექტორი ნოდარ ჭირაქაძე ამბობს, რომ კომპანიამ გასულ წელს სრულად შეასრულა 2023 წელს დასახული გეგმა, და ეს იმ პირობებში, როცა საკუთარ თავს მაღალი თამასა დაუწესა.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდდირექტორი: „თუ გადავხედავთ ბაზრის რეიტინგებს, 2022 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მეთოთხმეტე ადგილს იკავებდა, 2023 წელს კი მერვე ადგილზე გადავინაცვლეთ, ანუ ათეულის კარი თამამად შევაღეთ. გასულ წელს ბაზარს ორი ახალი ავტომობილი - CX60 და CX90 - შევთავაზეთ, რომლებსაც ყველანაირი პირობა აქვთ იმისთვის, რომ ახალი ფლაგმანები გახდნენ. წლის წარმატებით დასრულებაში კომპანიის მიდგომა დაგვეხმარა - ბაზარს სწორ დროს სწორი პროდუქტი შევთავაზეთ. ჩვენი ორივე ახალი ავტომობილი - CX60 და CX90 - ახალი სიტყვაა Mazda-ს სამოდელო რიგში, ეს პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია“.
მაზდას სამოდელო რიგიდან, CX60-ისა და CX90-ის გარდა, გასულ წელს განსაკუთრებული პოპულარობით CX5 სარგებლობდა. ნოდარ ჭირაქაძე ამბობს, რომ ამ მოდელის ავტომობილი, იაპონურ მემკვიდრეობასთან ერთად, კომფორტითა და დეტალებზე აქცენტირებით გამოირჩევა. ყველაფერი ერთად კი ქმნის პროდუქტს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს ადგილობრივ მომხმარებელს.
2024 იქნება პირველი სრული წელი, როცა CX60 და CX90 გაიყიდება. პარალელურად „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომწოდებელთან აქტიურად მუშაობს, რათა სამოდელო რიგს ჰიბრიდავტომობილები შემატოს.
2024 წლის მნიშვნელოვან გეგმებს შორის არის Mazda-ს ახალი შოურუმის გახსნა, რომელიც აღმაშენებლის ხეივნში ახლა შენდება.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდდირექტორი: „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმი Mazda-ს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ეს იქნება სრულიად ახალი სადილერო, იქვე გაკეთდება სერვისცენტრი, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო ახლოს იყოს მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებსაც მაქსიმალურად მოერგოს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მომხმარებელი მაღალი ხარისხის კომფორტს იმსახურებს. გვინდა, მათი ჩვენთან სტუმრობა დღესასწაულად ვაქციოთ“.
„მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრის გახსნას კომპანია ზაფხულში გეგმავს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა