ორი ნიკა, ორი მამალი „ნაცი“ ერთიანდება, ერქმევათ „ახალი ნაცები“, ეს პირდაპირ ურტყამს ჩემს ხაბეს, „კარენოი“ ნაცებს - ირაკლი ზარქუა
საქართველო, თბილისი - 14:43 | 11.03.2024 ნანახია: 3630საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული არიან.
ზარქუას თქმით, მთავარი დეტალი ის არის, ვინ მიითვისებს კეზერაშვილის ფულს.
„გაიმართება ბრიფინგი და შეერთდება ორი ცნობილი „ნაცი“, ხელმოცარულები. საარჩევნო ნომრით იქნებიან ოთხი და სახელი ექნებათ „ახალი ნაცები“. აქ რამე სიახლე არც ყოფილა. მნიშვნელივანი ის არის, რომ ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ უაზრო კამპანიით, თითქოს ემიჯნებიან „ნაცებს“. ვინ ემიჯნება? ახალი სახეები არიან თურმე მელია და გვარამია. ორი ნიკა, ორი მამალი „ნაცი“ ერთიანდებიან ახალი ლოგოს, ახალი ნომრის ქვეშ და ერქმევათ „ახალი ნაცები“. ეს პირდაპირ ურტყამს ჩემს ხაბეს. პირდაპირ ურტყამს „კარენოი“ ნაცებს, რადგან მათი ხმა მიაქვთ. ეტყობა, რაღაც ვერ გაიყვეს და ამაზეა საქმე.
მთავარი დეტალი ის არის, კეზერას ფულს ვინ მიითვისებს. კეზერა ხომ იცით, რომელიცაა, ევროპელ პენსიონერებს რომ ძარცვავს. მთავარია, ვის დააფინანსებს, ორივეს ერთად, ცალ-ცალკე თუ მიაგდებენ და მიატოვებენ ამ „კარენოი“ „ნაცებს“, ვინ იცის. ეს ხელმოცარულები, რაც უნდა სახელი დაირქვან – „ნაცები“, ნეონაცები და „ახალი ნაცები“, მაინც იქნებიან მწვალებელთა გილდიის ღირსეული წარმომადგენლები, ლუზერების ღირსეული წარმომადგენლები. ვერასდროს ეღირსებიან საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას. მათი ხელწერა და მიდგომები ადამიანის უფლებების, ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში ჩვენ ვნახეთ, ვიცით და აღარ გვინდა ამის გამეორება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა