„ოცნების ავტომობილი“ - „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი დასრულდა
საქართველო, თბილისი - 12:50 | 20.03.2024 ნანახია: 1228„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ Toyota Motor Corporation-ის ხატვის საერთაშორისო კონკურსში ჩაერთო. „ოცნების ავტომობილის“ შექმნა დასავლეთ საქართველოს 200 ბავშვისთვის ინსპირაციისა და იდეების გენერირების საშუალება გახდა.
„ოცნების ავტომობილის“ ხატვის გლობალურ კონკურსში 5-დან 15 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში კომპანიის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმისგან“ სიგელები და სპეციალური, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ ასეულობით ბავშვს ჩარჩოებს მიღმა ფიქრისა და მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მოზარდები ტოიოტას მომავლის ავტომობილის ინოვაციურ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს პოულობენ, არსებული პროდუქტისა თუ სერვისის მოდიფიცირებას ცდილობენ. ბავშვების აქცენტები ეკომეგობრული, მულტიფუნქციური, სოციუმის საჭიროებებზე მორგებული ავტომობილის შექმნაზეა.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ამ კონკურსით რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს თვითრეალიზებასა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. მათ შესაძლებლობა მივეცით, სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანატოლების მსგავსად, საკუთარი ნამუშევრები ხატვის გლობალური კონკურსისთვის შეექმნათ. ბავშვების წარმოსახვით შექმნილი ავტომობილის ესკიზები ქვეყნის ფარგლებს გასცდა. ნახატები უკვე იაპონიაში, ტოიოტას სათავო ოფისშია“.
ნამუშევრებმა ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსის მთავარ მესიჯს „შეცვალე ავტომობილის მომავალი “ უნდა უპასუხოს. იაპონიაში არსებული Toyota Motor Corporation-ისთვის ეს პირველი კრიტერიუმია, თუმცა ნახატები კრეატიულობისა და შესრულების ხარისხის მიხედვითაც ფასდება.
კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ რეგიონულ ოფისში შეგროვდა.
ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსი ყოველწლიურად იმართება და უკვე 17 წელს ითვლის. მეთვრამეტედ სტარტს შემდეგი წლის გაზაფხულზე აიღებს. მანამდე კი შესაძლოა, ტოიოტას მომავლის ავტომობილებში სწორედ ქართველი ბავშვების იდეები აისახოს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა